გლობალური საავიაციო ბაზრის ერთ-ერთმა ლიდერმა, თურქეთის ავიაგადამზიდავმა Turkish Airlines -მა 2024 წლის მონაცემები გამოაქვეყნა. ავიაკომპანიამ 2024 წელს 83.4 მილიონი მგზავრი გადაიყვანა, რაც 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით 2.1%-ით მატებაა. გადაყვანილი მგზავრების მესამედზე მეტი, 31.7 მილიონი ადამიანი, საერთაშორისო მარშრუტებზე მგზავრობდა, რაც წინა წელთან შედარებით 6.4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ეს შედეგები ხაზს უსვამს თურქეთის ავაიხაზები –ს მიზანს, გახდეს წამყვანი საერთაშორისო ავიაკომპანია და სტამბოლი გლობალური საავიაციო ცენტრი.

Turkish Airlines ოფიციალური ინფორმაციით, Turkish Airlines-ის ფლოტი 492 თვითმფრინავს ფლობს, რომელთაგან უმეტესობა Boeing-ისა და Airbus-ის წარმოებისაა. სამომავლოდ კი კომპანიის გეგმაში კიდევ 342 თვითმფრინავის დამატებაა. ეს ხომალდები განკუთვნილია როგორც მგზავრების ტრანსპორტირებისთვის, ასევე ტვირთის გადაზიდვისთვის, სადაც კომპანიის საქმიანობამ წლიურად 20.6%-იანი ზრდა აჩვენა და 2 მილიონ ტონას მიაღწია.

2024 წლის დეკემბერში, Turkish Airlines-მა “გინესის რეკორდების წიგნში” დაიმკვიდრა ადგილი, როგორც ავიაკომპანია, რომელიც ყველაზე მეტ ქვეყანას ემსახურება. ეს მიღწევა მნიშვნელოვანწილად განპირობებულია კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიით და საერთაშორისო ბაზრებზე ფოკუსირებით. 2024 წელს ავიაკომპანიამ რეისების მიმართულებების სია კიდევ უფრო გააფართოვა და მოიცვა  მელბურნს, სიდნეს, დენვერს, დალასს და ქაბულს.

ამჟამად, Turkish Airlines 130 ქვეყნის 346 მიმართულებით ასრულებს რეისებს, რაც კომპანიის მასშტაბურ ოპერაციებს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

თბილისი სტამბოლი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
23 მაისი 202630 მაისი 2026Ajetავიაბილეთები 463 -დან
23 ივნისი 202623 ივნისი 2026Turkish Airlinesავიაბილეთები 540 -დან
3 ივლისი 20269 ივლისი 2026Ajetავიაბილეთები 532 -დან

 

აღსანიშვავია, რომ Turkish Airlines georgia აქტიურად ოპერირებს საქართველოს საავიაციო ბაზარზე. კომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი -დან რეგულარულ რეისებს ახორციელებს, ძირითადად სტამბოლის აეროპორტის მიმართულებით, რომელიც მისი მთავარი გლობალური ჰაბია.

ეს რეისები მგზავრებს ასევე სთავაზობს ტრანზიტულ ფრენებს ავიაკომპანიის ფართო საერთაშორისო ქსელში. საქართველოში ოპერირება Turkish Airlines-ისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანა წარმოადგენს კავკასიის რეგიონის სატრანსპორტო კვანძს.

შეიძინე Turkish Airlines -ის ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge -ზე. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიWizz Air სპეციალურ ფასდაკლებას აცხადებს Basic ტარიფებზე
შემდეგი სტატიაშეიძინე Wizz Air -ის ერთი გზის ავიაბილეთები 79-89 ლარად
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments