მსოფლიოს ტურიზმის რუკაზე საქართველო სულ უფრო და უფრო მკაფიოდ იკვეთება მას შემდეგ, რაც ქართველ მოგზაურებს ვიზალიბერალიზაციის წყალობით ევროპის უპრობლემოდ დათვალიერების საშუალება მიეცათ. გამარტივებული მოგზაურობის წესების წყალობით, ქართველების უდიდესი ნაკადი უკვე წლებია რაც ცნობილ ქვეყნებს დიდი სიხშირიდ სტუმრობს და საკმაოდ ნასიამოვნებიც რჩება ამით. თუმცა, ამჯერად გავრცელებული ახალი სიახლე იმ მოგზაურებს ეხებათ, რომლებსაც ისეთი ეგზოტიკური ქვეყნების მონახულება სურთ, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები.

როგორც ცნობილი გახდა, ამერიკის შეერთებული შტატების სტუმრობისათვის საჭირო ვიზის აღების წესები გარკვეულწილად შეიცვალა. ეს ამჯერად ეხება იმ დოკუმენტების სიას, რომლებიც ვიზის მსურველებმა უნდა წარადგინონ დოკუმენტის მიღებამდე.

ვაშინგტონის წარმომადგენლების გადაწყვეტილებით, იმ ადამიანებს, რომლებსაც მონდებათ ამერიკის ვიზია ს მიღება, მოუწევთ სხვა უკვე ცნობილ საბუთებთან ერთად წარმოადგინონ ასევე სოციალურ ქსელებში საკუთარი ანგარიშების შესახებ ცნობებიც. კერძოდ, სავიზო განყოფილებაში მოხვედრისას ოფიციალურ დოკუმენტებთან ერთად ვიზის აპლიკანტები ისეთი სოციალური ქსელების ანგარიშებზე წარადგენენ ინფორმაციას, როგორიცაა „ტვიტერი“ , „ინსტაგრამი“ , „ფეისბუქი“ და ა.შ მათ ექაუნთების მისამართების წარდგენა მოუწევთ, რის შემდეგაც აქტიური გვერდების გადამოწმება მოხდება.

ახალი ინფორმაციის მიხედვით გამოცხადებული გარკვეული ცვლილებები ვიზის აღების პროცედურაში შეეხება ტურისტული, სამუშაო და სტუდენტური ტიპის ვიზების აღების საკითხს. გამონაკლისად დარჩება მხოლოდ დიპლომატიური და ოფიციალური დელეგაციების ვიზების აღების პროცედურები. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები თვლიან, აღნიშნული ცვლილებები მათი ქვეყნის დაცვას გაადვილებს პოტენციური საფრთხეებისა და ტერორისტული საშიშროების წინააღმდეგ და მათ თავიდან არიდებას უკეთეს დონეზე უზრუნველყოფს.

ზემოთხსენებული რეგულაცია საკმაოდ ბევრ ადამიანს შეეხება, რადგან ყოველწლიურად ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის მსურველთა სია დაახლოებით 15 მილიონ ადამიანს მოიცავს. ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა ცნობილი ლოკაციების მიმართულებით ყველაზე იაფად ავიაბილეთების შეძენა avia.ge-ის საშუალებით შეგიძლიათ. მოხერხებული და სწრაფი საძიებო სისტემის დახმარებით ვებგვერდი და ასევე მობილური აპლიკაციაც საშუალებას მოგცემთ 2 წუთში, სახლიდან გაუსვლელად იპოვოთ ყველაზე იაფი ავიაბილეთები ნებისმიერი მიმართულებით.

თბილის ნიუ იორკი

Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
20 August 202629 August 20262 StopsAustrian Airlinesავიაბილეთები 2 453 -დან
28 September 202612 October 20263 StopsAjetავიაბილეთები 2 115 -დან
5 October 202615 October 20263 StopsAjetავიაბილეთები 1 982 -დან
2 November 202611 November 20261 StopLOT Polishავიაბილეთები 2 105 -დან
8 December 20266 February 20271 StopLOT Polishავიაბილეთები 2 050 -დან
16 January 202730 January 20271 StopLufthansaავიაბილეთები 2 016 -დან
7 February 202714 February 20271 StopLOT Polishავიაბილეთები 2 149 -დან
13 March 202727 March 20271 StopLOT Polishავიაბილეთები 2 164 -დან
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიუზბეკეთის ავიახაზები / Uzbekistan Airways
შემდეგი სტატიაფლაინასი / Flynas airline
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted