საქართველოს ავია ბაზარი ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტი ავიაკომპანიის დაინტერესებას იწვევს. ვიზალირებალიზაციის შემდეგ ქართული ტურიზმი მართლაც ძალიან გააქტიურდა და ამიტომაც, მსგავსი დონის ინტერესის ზრდა გასაკვირი საერთოდაც არ არის. თუმცა, თითქმის ყოველ სეზონზე ქართველი მოგზაურებისათვის ახალი ავიაკომპანიების რეისების დამატება მაინც ყოველთვის სასიამოვნო და მოულოდნელ სიახლეს წარმოადგენს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ბაზებიდან უკვე არაერთი უცხოური ავიაკომპანია ოპერირებს. თუმცა, მათი რიცხვი თანდათანობით სულ უფრო და უფრო გრძელი და შთამბეჭდავი ხდება. ქართულ ავია სივრცეში უკვე შემოვიდნენ ისეთი დიდი და ცნობილი ნაციონალური ფლაგმანები, როგორიცაა მაგალითად Air France. აღსანიშნავია, რომ ქართული ავია ბაზრით არამარტო ევროპის წამყვანი ავია ხაზები, არამედ აზიისა და შუა აღმოსავლეთის ცნობილი ავია კომპანიებიც აქტიურად არიან დაინტერესებულნი.

რაც მთავარია, ქვეყნის მთავარი აეროპორტი სულ უფრო და უფრო დიდი ყურადღების ქვეშ ექცევა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ამჯერადაც ყურადღების ცენტრშია, რადგან ამ ლოკაციიდან სულ მალე კიდევ ერთი მიმართულებით იქნება გაფრენა შესაძლებელი. თანაც, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაფრენის მსურველებს აღნიშნული რეისი პირდაპირ დანიშნულების ადგილას ჩააფრენს.

საქართველოს დედაქალაქში განთავსებული საერთაშორისო აეროპორტიდან ამჯერად ახალი მიმართულებით ფრენის დაწყებას უზბეკური ავია კომპანია გეგმავს. Uzkebistan Airways თბილისიდან ტაშკენტის მიმართულებით შეასრულებს პირდაპირ ფრენებს. ზაფხულის სეზონიდან უზბეკეთის ეროვნული გადამზიდავი ავია კომპანია კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და კვირას დაიწყებს ახალი მიმართულებით ფრენას.

<strong>თბილისი ტაშკენტი</strong>

გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიგადაჯდომებიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
20 ნოემბერი 202627 ნოემბერი 2026პირდაპირიCentrum Airავიაბილეთები 707 -დან
21 დეკემბერი 20264 იანვარი 2027პირდაპირიCentrum Airავიაბილეთები 924 -დან
26 იანვარი 20272 თებერვალი 2027პირდაპირიUzbekistan Airwaysავიაბილეთები 857 -დან
5 თებერვალი 20278 თებერვალი 2027პირდაპირიCentrum Airავიაბილეთები 811 -დან
2 მარტი 20275 მარტი 2027პირდაპირიUzbekistan Airwaysავიაბილეთები 859 -დან
20 აპრილი 202727 აპრილი 2027პირდაპირიUzbekistan Airwaysავიაბილეთები 850 -დან
24 მაისი 202731 მაისი 2027პირდაპირიCentrum Airავიაბილეთები 888 -დან
4 სექტემბერი 20277 სექტემბერი 2027პირდაპირიCentrum Airავიაბილეთები 855 -დან
20 ოქტომბერი 202724 ოქტომბერი 2027პირდაპირიCentrum Airავიაბილეთები 851 -დან

ახალი პირდაპირი რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 16 ივლისიდან დაიწყება. მათ უზბეკური ავია კომპანია Airbus 320 მოდელის თვითმფრინავით განახორციელებს. აღნიშნული ავია ხაზები 1992 წლიდან ფუნქციონირებს და ამჟამად 40 სხვადასხვა მიმართულებით ანხორციელებს აქტიურ ფრენებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. მათი კომფორტული ავია ფლოტი 31 თვითმფრინავისგან შედგება. ასეთი სიახლე ქართველ ტურისტებს საშუალებას მისცემს კიდევ ერთ საინტერესო ქალაქს ესტუმრნონ მარტივად და კომფორტულად.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაბილეთები მალტის მიმართულებით
შემდეგი სტატიაცვლილებები აშშ-ის ვიზის მსურველთათვის
0 0 votes
შეაფასე სტატია
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted
საქართველოდან რიგის, ერევნის, ფრანკფურტის და ტაშკენტი მიმართულებით ფრენები იწყება
10 months ago

[…] ავიაკომპანია Uzbekistan Airways – ი ტაშკენტსა და ბათუმს შორის […]