მოგზაურობა ყველასათვის დასვენებასთან და სიამოვნებასთან არის დაკავშირებული, ამიტომ  მნიშვნელოვანია, რომ მისი დაგეგმვის პროცესიც სასიამოვნო და კომფორტული იყოს. თანამედროვე სამყაროში მოგზაურობის დაგეგმვა საკმაოდ გამარტივებულია, რადგან ავიაბილეთების, სასტუმროების და მოგზაურობისთვის საჭირო ყველა დეტალის დაჯავშნა მობილური აპლიკაციებით არის შესაძლებელი.

ავიაბილეთების მობილურ აპლიკაციას AVIA.GE-იც გთავაზობთ, რომლებიც უკვე ხელმისაწვდომია როგორც Android-ის, ისე IOS-ს ვერსიებზეც. თქვენ შეგიძლიათ საკუთარი სმარტფონით მოიძიოთ ავიაბილეთები თქვენთვის სასურველი მიმართულებით და აკონტროლოთ ფასები ნებისმიერ დროს.

სხვა უპირატესობები კი, რომლებსაც AVIA.GE-ის მობილურ აპლიკაცები გთავაზობთ, შემდეგია:

აპლიკაციების მთავარი უპირატესობა ის არის, რომ თითქმის ყველა არსებული ავიაკომპანიის რეისებს ერთ სივრცეში ეცნობით და საჭირო აღარ არის ფასების შესადარებლად სხვადასხვა ვებსაიტებს ესტუმროთ. თქვენ უბრალოდ უნდა აირჩიოთ გამგზავრების და დანიშნულების ქალაქები, ასევე სასურველი თარიღები, AVIA.GE კი ყველა არსებულ ფრენას შემოგთავაზებთ და საკმაოდ მარტივად შეძლებთ საუკეთესო ვარიანტის არჩევას.

მეტი კომფორტისთვის და სიმარტივისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ფილტრაციის ფუნქცია. თქვენ შეგიძლიათ მოახდინოთ ფილტრაცია ავიაკომპანიისა და აეროპორტის მიხედვით, ასევე, ფრენისა და ტრანზიტის ხანგრძლივობის მიხედვით, ფასების ზრდის მიხედვით და ა.შ.

სასურველი ფრენის არჩევის შემდეგ, AVIA.GE-დან გადამისამართება ხდება უშუალოდ ავიაკომპანიის ან სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე, სადაც გაეცნობით დეტალურ ინფორმაციას თქვენი ფრენის შესახებ, შეავსებთ საჭირო მონაცემებს და საკმაოდ მარტივი პროცესით შეიძენთ ავიაბილეთებს.

ავიაბილეთებთან ერთად, თქვენ შეგიძლიათ სასტუმროების დაჯავშნა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. უბრალოდ მიუთითეთ თქვენთვის სასურველი ქალაქი და თარიღები, AVIA.GE-ის აპლიკაცია კი საუკეთესო ვარიანტებს შემოგთავაზებთ.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაბილეთები ხანიის მიმართულებით
შემდეგი სტატიაავიაბილეთების ბულგარეთის მიმართულებით
5 2 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
4 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments