საქართველოს მოქალაქეები თანდათან სულ უფრო და უფრო იღბლიანი ადამიანების სიაში ეწერებიან. ამის გამომწვევი მიზეზი საქართველოს ეროვნული პასპორტის თანმიმდევრული ძალისმატებაა. ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის კონტრაქტის გაფორმება მართლაც რომ ტურისტული სფეროს აღორძინების უდიდეს ბიძგად იქცა. ქართველებს უკვე უამრავ ულამაზეს და შთამბეჭდავ ქვეყანასი შეუძლიათ უვიზოდ მიმოსვლა, თანაც ქართულ ავია სივრცეში თანდათანობით სულ უფრო მეტი ცნობილი და ხარისხიანი ავიაკომპანია იწყებს მოღვაწეობას.

თითქმის ყოველ ტურისტულ სეზონზე ქართულ საავიაციო ზონაში რომელიმე გიგანტური ავიახაზები იწყებს აქტიურად მუშაობას. ისინი ახალ პირდაპირ რეისებს ნიშნავენ საქართველოსა და მსოფლიოს განსაკუთრებული ლოკაციების ერთმანეთთან უფრო მჭიდროდ დასაკავშირებლად. როგორც ახლახანს გახდა ცნობილი, ქართველებს მალე ევროპულ ტურისტულ ცენტრებთან ერთად, შესაძლოა მალე ამერიკი შეერთებული შტატების მეგაპოლისებშიც გაეხსნათ პირდაპირი რეისებით ფრენის შესაძლებლობის გზა.

უახლესი ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული თემის თაობაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მარიამ ქვრივიშვილსა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელ როს უილსონს შორის მნიშვნელოვანი განხილის პროცესი შედგა.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინსტრაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მარიამ ქვრივიშვილსა და როს უილსონს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ორ საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხზე. დიპლომატებმა განიხილეს როგორც განათლების სფეროში უფრო მჭიდროდ თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები, ასევე თამამად შეეხნენ ამერიკასა და საქართველოს შორის პირდაპირი რეისების განხორციელების საკითხსაც.

საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელს შორის განხილული იქნა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი რეისების დანიშვნისა და აქტიურად წარმოების თემა. როგორც თვითონ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, მის დაქვემდებარებაში მყოფი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უკვე საკმაოდ აქტიურ თანამშრომლობას აწარმოებს ისეთ ცნობილ ამერიკულ ორგანიზაციებთან, როგორიც მაგალითად „იუესაიდი“ (USAID) გახლავთ.

როგორც თამარ ქვრივიშვილმა პრესის წარმომადგენლებს განუცხადა, აღნიშნული საკითხების თაობაზე მოლაპარაკებები და მსგავსი ტიპის განხილვა მართლაც მნიშვნელოვნად გამოიწევს საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაუმჯობესებასა და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის წახალისებას. როგორც ამ ინფორმაციამდე უკვე ცნობილი იყო, ამერიკასა და საქართველოს აეროპორტებს შორის პირდაპირი რეისების განხორციელება Myway airlines–ის წარმომადგენლებს ჰქონდათ.

თბილისი ნიუ-იორკი

გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიგადაჯდომებიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
24 ნოემბერი 20261 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 2 017 -დან
22 დეკემბერი 20266 იანვარი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 2 148 -დან
26 იანვარი 20279 თებერვალი 20273 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 906 -დან
11 თებერვალი 202723 თებერვალი 20273 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 834 -დან
3 მარტი 202712 მარტი 20273 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 2 004 -დან
22 აპრილი 202728 აპრილი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 2 044 -დან
9 მაისი 202716 მაისი 20271 ᲒაჩერებაCondorავიაბილეთები 2 031 -დან
9 ივნისი 202716 ივნისი 20271 ᲒაჩერებაCondorავიაბილეთები 1 926 -დან
1 ივლისი 20275 ივლისი 20271 ᲒაჩერებაCondorავიაბილეთები 2 030 -დან
4 აგვისტო 202712 აგვისტო 20271 ᲒაჩერებაCondorავიაბილეთები 2 477 -დან
3 სექტემბერი 202717 სექტემბერი 20271 ᲒაჩერებაCondorავიაბილეთები 2 145 -დან
1 ნოემბერი 20277 ნოემბერი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 2 052 -დან
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიეგეოსის ავიახაზები, საბერძნეთის ავიახაზები
შემდეგი სტატიაავიაბილეთები თურქეთის მიმართულებით
0 0 votes
შეაფასე სტატია
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted