ამერიკის ვიზა გაიცემა საქართველოს დედაქალაქში არსებული აშშ-ს საელჩოს საკონსულო სამსახურიდან.

შემოგვიერთდი ვიზების ჯგუფში https://www.facebook.com/groups/161628407590358

რას ნიშნავს განაცხადის შევსება ვიზაზე და რა საბუთებია ამისათვის საჭირო?

ყველა მსურველ აპლიკანტს შეუძლია პირადად გააკეთოს განაცხადი ვიზის აღების მოთხოვნაზე.

აღსანიშნავია, რომ ვიზის გაცემის პროცედურისას უდიდესი ყურადღება ეთმობა აპლიკანტის ფინანსურ მდგომარეობას. ამ შემთხვევაში აქცენტი კეთდება როგორც მყარ სოციალურ და ეკონომუკურ მდგომარეობაზე, ასევე წლიურ ფინანსურ ბრუნვაზე.

იმისათვის, რომ amerikis vizis მისაღები აპლიკაცია შეავსოთ, თქვენ დაგჭირდებათ:

  • მოქმედი საზღვარგარეთის პასპორტი,
  • ასევე სამსახურის ცნობა თქვენი დამსაქმებლისგან.
  • თუკი საკუთარი ბიზნესი გაქვთ, მაშინ მოგიწევთ საჯარო რეესტრიდან ამონაწერის ამოღება მეწარმეობის შესახებ. საჭიროა აღნიშნულ საბუთებს თან დაურთოთ საბანკო ამონაწერი ბოლო 6 თვის ფინანსური ბრუნვის შესახებ, ასევე ბანკის მიერ გაცემული ცნობა დანაზოგის შესახებ.
  • თუკი დაოჯახებული ხართ, მაშინ მოგიწევთ ქორწინების მოწმობის წარდგენაც.
  • ამ ყველაფერთან ერთად აუცილებელია წარადგინოთ საკონსულოს მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

გასათვალისწინებელია, რომ ჩამოთვლილ საბუთებთან ერთად, შესაძლოა დაგჭირდეთ სხვა დოკუმენტების წარდგენაც, ამიტომ, უკეთესი იქნება რომ კონსულტაციას ვიზაცენტრის სპეციალისტთან გაიაროთ.

დამხმარე დოკუმენტაიცა:

დამხმარე დოკუმენტაცია შეიძლება მრავალი ფაქტორიდან ერთ-ერთი იყოს, რომელსაც გასაუბრების დროს საკონსულოს ოფიცერი მიიღებს მხედველობაში. საკონსულოს ოფიცრები ინდივიდუალურად განიხილავენ თითოეულ განაცხადს და გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებენ სოციალურ, კულტურულ, პროფესიულ და სხვა ფაქტორებს. საკონსულოს ოფიცრებმა, ყურადღება შეიძლება მიაქციონ თქვენს ოჯახურ მდგომარეობას, ინდივიდუალურ განზრახვებს და ქვეყანაში სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებს. ყოველი საქმე განიხილება ინდივიდუალურად და გადაწყვეტილების მიღება კანონის შესაბამისად ხდება.

აღნიშნული დოკუმენტების გარდა, თქვენ ასევე უნდა წარადგინოთ გასაუბრების დანიშვნის წერილი, რომლის მიხედვითაც დადასტურდება, რომ ამ მომსახურების საშუალებით თქვენ ნამდვილად დანიშნეთ გასაუბრების თარიღი. აგრეთვე, თან უნდა იქონიოთ ყველა ის დამხმარე დოკუმენტი, რომელიც, ფიქრობთ რომ, საკონსულოს ოფიცრისთვის მიწოდებულ ინფორმაციას ადასტურებს.

რა ღირს სავიზო მომსახურება?

სასწავლო ვიზისა და ტურისტული ან საქმიანი B1/B2 ვიზების მოსაკრებელი შეადგენს 160 აშშ დოლარს.

როგორ შევიტანოთ განაცხადი ვიაზე?

  • პირველ რიგში უნდა გადაიხადოთ სავიზო მოსაკრებელი.
  • უნდა შეავსოთ არასაიმიგრაციო ვიზის ელექტრონული განაცხადის ფორმა – DS-160, რომელიც ყველა განმცხახებელს, მათ შორის ბავშვსაც უნდა ჰქონდეს.
  • ჩაეწეროთ გასაუბრებაზე, რომლისთვისაც დაგჭირდებათ 3 მონაცემი: თქვენი პასპორტის ნომერი, საქართველოს ბანკის ქვითრის ნომერი და DS-160 დასტურის ფურცლიდან შტრიხკოდის ათციფრიანი ნომერი.
  • შემდეგ უნდა მიხვიდეთ amerikis saelcho -ში თქვენი გასაუბრების დღესა და საათზე. თან უნდა იქონიოთ გასაუბრების დანიშვნის წერილის ამობეჭდილი ასლი; DS-160 დასტურის ფურცელი; ბოლო 6 თვის მანძილზე გადაღებული ერთი ფოტოსურათი; თქვენი ყველა ძველი და ახლანდელი პასპორტი და ასევე სავიზო მოსაკრებლის გადახდის ქვითრის ორიგინალი.

გაითვალისწინეთ, რომ  განაცხადი, რომელიც ჩმოთვლილ ყველა აღნიშნულ დოკუმენტს არ შეიცავს, არ მიიღება.

საქართველოში, ამერიკის საელჩოს მისამართია – ქ. თბილისი, ბალანჩინის ქ.11.

როგორია ამერიკის ვიზის მოპოვების შანსები?

ზოგადად, კონკრეტული პიროვნების მაგალითზე საკმაოდ ძნელია იმის განსაზღვრა, თუ რამხელა შანსი აქვს მას ამერიკის ვიზის აღების. მაგრამ, საერთო წესის მიხედვით აპლიკანტის მიერ amerikis vizis აღების შანსზე გავლენას ახდენს მისი სოციალური და ეკონომიკური კავშირები საკუთარი ქვეყნის ფარგლებში. რაც უფრო მკაფიოდ შეძლებთ კონსულისთვის იმის ჩვენებას, რომ რეალიზებული ხართ საკუთარ ქვეყანაში და ასევე სამომავლო წინსვლის პერსპექტივაც გაგაჩნიათ, მით უფრო გაგეზრდებათ აშშ-ს ვიზის მიღების შანსი.

რა დრო სჭირდება აშშ-ს ვიზის გაცემას საკონსულოს მიერ?

კონკრეტული აპლიკანტებისათვის აშშ-ს ვიზის მიღების ვადები დამოკიდებულია პირველ რიგში საკონსულოში არსებულ რიგებზე. ზოგადად, ამ პროცესში რიგების ხანგრძლივობა ერთ – ორ  კვირას არ აჭარბებს, თუმცა, ისეთ აქტიურ სეზონებზე, როგორიცაა გაზაფხული და ზაფხული, შესაძლოა ერთ თვემდეც გაიზარდოს. აღსანიშნავია, რომ საკონსულოში გასაუბრების დღესვე ხდება ცნობილი, გაიცემა თუ არა აპლიკანტზე ამერიკის ვიზა.

შემოგვიერთდი ვიზების ჯგუფში https://www.facebook.com/groups/161628407590358

თუ ამერიკის ვიზის მიღება გსურთ დაგვიკავშირდით ნომერზე: 558 302 303

თბილისი ნიუ იორკის

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
25 დეკემბერი 202410 იანვარი 20252 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 1 812 -დან
23 იანვარი 202530 იანვარი 20251 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 1 698 -დან
8 თებერვალი 202522 თებერვალი 20251 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 1 692 -დან
15 მარტი 20253 აპრილი 20251 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 1 674 -დან
23 აპრილი 202530 აპრილი 20251 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 886 -დან
12 მაისი 202518 მაისი 20251 ᲒაჩერებაAustrian Airlinesავიაბილეთები 1 941 -დან
13 ივნისი 202527 ივნისი 20251 ᲒაჩერებაBritish Airwaysავიაბილეთები 2 319 -დან
3 ივლისი 202513 ივლისი 20251 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 2 203 -დან
29 ოქტომბერი 20255 ნოემბერი 20251 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 1 768 -დან
14 ნოემბერი 202526 ნოემბერი 20252 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 1 915 -დან

Avia.ge ამ ეტაპზე სავიზო მომსახურებას არ გთავაზობთ.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიიაფი ავიაბილეთები პიზის მიმართულებით
შემდეგი სტატიაავიაბილეთები კაიროს მიმართლებით
4.4 15 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
2 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments