მსოფლიოს ტურიზმის რუკაზე საქართველო სულ უფრო და უფრო მკაფიოდ იკვეთება მას შემდეგ, რაც ქართველ მოგზაურებს ვიზალიბერალიზაციის წყალობით ევროპის უპრობლემოდ დათვალიერების საშუალება მიეცათ. გამარტივებული მოგზაურობის წესების წყალობით, ქართველების უდიდესი ნაკადი უკვე წლებია რაც ცნობილ ქვეყნებს დიდი სიხშირიდ სტუმრობს და საკმაოდ ნასიამოვნებიც რჩება ამით. თუმცა, ამჯერად გავრცელებული ახალი სიახლე იმ მოგზაურებს ეხებათ, რომლებსაც ისეთი ეგზოტიკური ქვეყნების მონახულება სურთ, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები.

როგორც ცნობილი გახდა, ამერიკის შეერთებული შტატების სტუმრობისათვის საჭირო ვიზის აღების წესები გარკვეულწილად შეიცვალა. ეს ამჯერად ეხება იმ დოკუმენტების სიას, რომლებიც ვიზის მსურველებმა უნდა წარადგინონ დოკუმენტის მიღებამდე.

ვაშინგტონის წარმომადგენლების გადაწყვეტილებით, იმ ადამიანებს, რომლებსაც მონდებათ ამერიკის ვიზია ს მიღება, მოუწევთ სხვა უკვე ცნობილ საბუთებთან ერთად წარმოადგინონ ასევე სოციალურ ქსელებში საკუთარი ანგარიშების შესახებ ცნობებიც. კერძოდ, სავიზო განყოფილებაში მოხვედრისას ოფიციალურ დოკუმენტებთან ერთად ვიზის აპლიკანტები ისეთი სოციალური ქსელების ანგარიშებზე წარადგენენ ინფორმაციას, როგორიცაა „ტვიტერი“ , „ინსტაგრამი“ , „ფეისბუქი“ და ა.შ მათ ექაუნთების მისამართების წარდგენა მოუწევთ, რის შემდეგაც აქტიური გვერდების გადამოწმება მოხდება.

ახალი ინფორმაციის მიხედვით გამოცხადებული გარკვეული ცვლილებები ვიზის აღების პროცედურაში შეეხება ტურისტული, სამუშაო და სტუდენტური ტიპის ვიზების აღების საკითხს. გამონაკლისად დარჩება მხოლოდ დიპლომატიური და ოფიციალური დელეგაციების ვიზების აღების პროცედურები. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები თვლიან, აღნიშნული ცვლილებები მათი ქვეყნის დაცვას გაადვილებს პოტენციური საფრთხეებისა და ტერორისტული საშიშროების წინააღმდეგ და მათ თავიდან არიდებას უკეთეს დონეზე უზრუნველყოფს.

ზემოთხსენებული რეგულაცია საკმაოდ ბევრ ადამიანს შეეხება, რადგან ყოველწლიურად ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის მსურველთა სია დაახლოებით 15 მილიონ ადამიანს მოიცავს. ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა ცნობილი ლოკაციების მიმართულებით ყველაზე იაფად ავიაბილეთების შეძენა avia.ge-ის საშუალებით შეგიძლიათ. მოხერხებული და სწრაფი საძიებო სისტემის დახმარებით ვებგვერდი და ასევე მობილური აპლიკაციაც საშუალებას მოგცემთ 2 წუთში, სახლიდან გაუსვლელად იპოვოთ ყველაზე იაფი ავიაბილეთები ნებისმიერი მიმართულებით.

თბილის ნიუ იორკი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
29 აპრილი 20257 მაისი 20252 ᲒაჩერებაUnited Airlinesავიაბილეთები 1 845 -დან
1 მაისი 202512 მაისი 20252 ᲒაჩერებაSky Expressავიაბილეთები 1 761 -დან
5 ივნისი 202526 ივნისი 20251 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 1 884 -დან
1 ივლისი 202517 ივლისი 20251 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 2 105 -დან
11 აგვისტო 202521 აგვისტო 20252 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 2 268 -დან
4 სექტემბერი 202530 სექტემბერი 20252 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 1 885 -დან
21 ოქტომბერი 20254 ნოემბერი 20251 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 1 867 -დან
14 ნოემბერი 202526 ნოემბერი 20251 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 1 810 -დან
23 დეკემბერი 202527 დეკემბერი 20251 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 2 812 -დან
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიუზბეკეთის ავიახაზები / Uzbekistan Airways
შემდეგი სტატიაფლაინასი / Flynas airline
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments