უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები დაარსდა 1992 წელს და დღემდე განვითარების ხაზს აგრძელებს. 18 წლის შემდეგ, 2009 წელს UIA -მ დაიკავა უკრაინის ძირითადი საავიაციო ბაზრის 20% -იანი ბიზნეს სეგმენტი.
2014 წელს ავიაკომპანიას, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით რთული პერიოდი დაუდგა, თუმცა დიდი ძალისხმევის შედეგად, უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები ისევ ლიდერი გახდა. ცვლილებები განხორცილედა კომპანიის მენეჯმენტში, და შემუშავდა გეგმა მომხმარებელისთვის ბილეთებზე დაბალი ფასების შეთავაზების მიზნით.
ავიაკომპანია უკრაინას 38 ქვეყანასთან აკავშირებს ევროპაში, აზიაში, ამერიკაში, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში. გადაზიდვის სერვისით, 1100 საერთაშორისო და საშინაო რეისს ახორციელებს. კიევის “ბორისპოლის” აეროპორტი, UIA-ს საბაზო ადგილს წარმოადგენს.
ავიაკომპანიას პირდაპირი რეისები აქვს: ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ლვოვის, ოდესას, ხარკოვისა და სხვადასხვა ქალაქებთან. ცალმხრივი ავიაბილეთის ფასები ძირითადად 100-დან 200 ლარამდე მერყეობს.
ავიაკომპანია ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში 2015 წელს შევიდა და კვირაში სამჯერ ასრულებდა რესიებს, თუმცა მოგვიანებით 2017 წელს UIA-მ დატოვა ქუთაისის აეროპორტი.