mwvane baratis shevseba
mwvane baratis shevseba

სამოგზაუროდ წასვლა სხვადასხვა ხარჯებთანაა დაკავშირებული და როცა ჩამონათვალს და თანხების აღრიცხვას ვიწყებთ, შეიძლება სულაც გადავიფიქროთ.

მაგრამ საზღვარგარეთ წასვლა და დროის სასიამოვნოდ გატარება ფუფუნების ობიექტს აღარ წარმოადგენს. საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დამტკიცებამ, უფრო გაამარტივა ევროპის ქვეყნების მიმართულებით მოგზაურობა.

ჩვენი ქვეყნიდან უკვე ბევრმა იმოგზაურა ტურისტული მიზნებით ევროპაში.

სამოგზაუროდ თანხების დაზოგვის მიზნით სხვადასხვა ხერხს შეგიძლიათ მიმართოთ.

მაგალითად წინასწარ ნახოთ სასტუმროს ფასები და დაჯავშნოთ.

  • გაეცნოთ სხვადასხვა ჯგუფებს სადაც იძლევიან კეთილ რჩევებს, თუ სად ღირს შედარებით იაფი კვება.
  • არსებობს გზამკვლევიც რომელიც გირჩევთ მუზეუმსა და გალერეებს შედარებით დაბალ ფასებში.
  • ბევრ ქვეყანაში არსებობს სპეციალური სტატუსი – “მუზეუმის მეგობარი”, რომლის დახმარებითაც სხვადასხვა ადგილის მონახულება და ექსპოზიციების დათვალიერება ფასდაკლებებით ხდება.

გაითვალისწინეთ რომ მოგზაურობისას კარგი იქნება ნაღდ ფულთან ერთად საკრედიტო ბარათსაც თუ გამოიყენებთ. დანახარჯების შემდეგ კი გააკონტროლეთ დარჩენილი თანხები.

რჩევის სახით ასევე უნდა გაითვალისწინოთ რომ სამოგზაუროდ არასეზონური პერიოდი აირჩიოთ, როცა ტურისტების რაოდენობა ნაკლებია და ეს ფასებზე პირდაპირ აისახება. ზაფხულისა და სადღესასწაულო პერიოდებში სხვადასხვა ქვეყანა და ქალაქი დატვირთულია, შესაბამისად ყველაფერი შედარებით ძვირია.

აუცილებელია გაითვალისწინოთ რომ ბილეთი წინასწარ უნდა დაჯავშნოთ და უმჯობესია ორი თვით ადრე. ბილეთის ფასი სალონში ადგილების რაოდენობაზეცაა დამოკიდებული. ადრე დაჯავშნის შემთხვევაში თავს უსაფრთხოდაც იგრძნობთ.

სასტუმროს შერჩევისას, მთავარი ყურადღება უნდა მიაქციოთ ადგილმდებარეობას, მაგალითად თუ პარიზში ეიფელთან ახლოს გნებავთ სასტუმროს დაჯავშნა, ფასი რა თქმა უნდა ბევრად ძვირი იქნება ვიდრე გარეუბანში. გადაადგილება პრობლემას არ წარმოადგენს, ასეთ შემთხვევაში კი ფულის ეკონომიას გააკეთებთ. ასევე იაფი დაგიჯდებათ საოჯახო ტიპის სასტუმროები რისი მოძიებაც შეგძლიათ airbnb.com -ზე.

თუ თქვენთვის მთავრი პრიორტეტი მოგზაურობა და არა კონფრტული დასვნება მაშინ შესანიშნავი შესაძლებლობა ჰოსტელები, დასაჯვშნათ კი საუკეთესო საშუალებაა booking.com

თუ არაპირდაპირ რეისს აირჩევთ, გადაჯდებით სხვა აეროპორტში და დროში პროცესს ცოტა გაწელავთ, ამითაც დაზოგავთ თანხებს. გაითვალისწინეთ პირდაპირი რეისები ყოველთვის უფრო ძვირი ჯდება.

თვალი უნდა ადევნოთ ავიაკომპანიების სპეციალურ ფასდაკლებებს, ხშირია სეზონური შემოთავაზებები.

დაგეგმეთ მოგზაურობა, გაეცანით ქვეყნის ისტორიასა და კულტურულ მემკვიდრეობას და რაც მთავარია დაიწყეთ თანხის შეგროვება.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიუკრაინის ავიახაზები / UIA
შემდეგი სტატიაავიაბილეთები იტალიის მიმართულებით
4 1 vote
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
2 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments