ლვოვი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქალაქია და ყოველწლიურად ტურისტების რაოდენობაც ამაზე მეტყველებს. ამ ქალაქში მოხვედრისას თქვენ შეიძლება დაგავიწყდეთ, რომ უკრაინაში იმყოფებით, რადგან სხვა ქალაქებთან შედარებით საკმაოდ დიდი სხვაობას და კონტრასტს ნახავთ.

ავიაბილეთები ლვოვის მიმართულებით  თქვენ გამოგზაურებთ საოცარი არქიტექტურისა და სტილის მქონე ქალაქში. ლვოვს უკრაინის სხვა ქალაქებთან შედარებით ყველაზე ნაკლებად ეტყობა საბჭოთა კავშირის გავლენა და ის ისეთ ევროპულ ქალაქებს მოგაგონებთ, როგორებიცაა პრაღა და კრაკოვი.

ფერადი სახლები, კაფეებით სავსე და ყავის სურნელით გაჟღეთილი ვიწრო ქუჩები, უძველესი და ულამაზესი ტაძრები,  მრავალფეროვანი მუზეუმები – ეს ყველაფერია, რაც შეგიძლიათ ლვოვში მოგზაურობისას მოინახულოთ და ასევე, უგემრიელესი უკრაინული სამზარეულოც დააგემოვნოთ.

ამ ულამაზეს და სანახაობრივ ქალაქში გამგზავრება თქვენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეგიძლიათ. ყველაზე ბიუჯეტურ მგზავრობას უკრაინული ავიახაზები შემოგთავაზებთ, რომელიც ლვოვში კიევის ბორისპოლის აეროპორტში ტრანზიტით მოგახვედრებთ და ორი გზის ავიაბილეთს 500-650 ლარის ფარგლებში შემოგთავაზებთ.

საუკეთესო მომსახურებას და კომფორტულ მგზავრობას ლვოვის მიმართულებით შემოგთავაზებთ Turkish Airlines Georgia-ი, რომელიც თბილისიდან ჯერ სტამბოლის ახალ აეროპორტში ჩაგიყვანთ, ხოლო შემდეგ პირდაპირ ლვოვში გაგამგზავრებთ და ერთ-ერთი საუკეთესო ავიაკომპანიის ორმხრივ ავიაბილეთს 600-750 ლარის ფარგლებში შეიძენთ.

Turkish -ი ავიაბილეთებს ლვოვის მიმართულებით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდანაც გვთავაზობს ისევ სტამბოლში ტრანზიტით, თუმცა 2020 წლის 26 მაისიდან თქვენ უკვე პირდაპირი რეისით შეძლებთ ლვოვში გამგზავრებას.

უკრაინული ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი ლვოვი-ბათუმი-ლვოვის მიმართულებით იწყებს პირდაპირ საჰაერო მიმოსვლას, რომელიც კვირაში ორი სიხშირით – სამშაბათს და პარასკევს შესრულდება.

SkyUp Airlines-ი ლვოვიდან ბათუმის მიმართულებით ერთი გზის ავიაბილეთს 68$-დან გვთავაზობს, ხოლო ბათუმიდან ლვოვის მიმართულებით 65$-დან.

ავიაბილეთების შეძენა უკვე შეგიძლიათ AVIA.GE-ის ვებსაიტზე ან მობილურ აპლიკაციაში, ხოლო უფრო მეტი კომფორტისთვის და ინდივიდუალური შემოთავაზებისთვის დაგვიკავშირდით ჩვენ და შეიძინეთ ავიაბილეთები ლვოვის მიმართულებით საუკეთესო ფასად.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიკორეის ვიზა / koreis viza
შემდეგი სტატიაRyanAir-ის წესები და პირობები
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments