საქართველოს მოქალაქეები უკვე დიდი ხანია, რაც აქტიურად არიან დაინტერესებულები ტურიზმითა და მოგზაურობით. თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტები თანდათან სულ უფრო და უფრო მეტ თანამედროვე და ცნობილ უცხოურ ავიაკომპანიებს მასპინძლობენ. თუმცა, რეისების მრავალფეროვნებისა და რაოდენობის გაზრდასთან ერთად, ქართველ ტურისტებს მალე კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლით შეეძლებათ სარგებლობა.

2017 წელს საქართველოში სტუმრად უკრაინის პრემიერ მინისტრი იმყოფებოდა, რომელმაც თბილისში ყოფნისას საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაახმაურა. ვლადიმერ გროისმანის თქმით, იგი მიესალმებოდა ქართველი ტურისტების მიერ უკრაინაში უფრო გამარტივებულ მიმოსვლას და მან ამ თემასთან დაკავშირებული პროექტის ინიციატივაც წარმოადგინა.

უკრაინის პრემიერ მინისტრის განცხადებას ერთი წლის შემდეგ, 2018 წლის 5 ოქტომბერს ორ მხარეს შორის ხელშეკრულების გაფორმებაც მოჰყვა. შესაბამისად, ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, ახალი სეზონიდან ქართველ მოგზაურებს შეეძლებათ უკრაინის საზღვარი მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი ბიომეტრიული მოწმობის (ID ბარათის) წარდგენით გადაკვეთონ.

აღნიშნული პირობა 2019 წლის პირველი მარტიდან ამოქმედდება, რის შესახებაც ახლახანს განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელში, ოფიციალური გვერდის სახელით გამოაქვეყნა. თუმცა, ეს შეიძლება უკრაინასა და საქართველოს შორის გაფორმებული ბოლო ხელშეკრულება არ გამოდგეს ტურიზმის სფეროში. როგორც გავრცელებული ინფორმაციითაა ცნობილი, ქართული და უკრაინული მხარეები ასევე 2018 წლის თებერვლიდან მოყოლებული მართვის მოწმობის ურთიერთაღიარების პროექტზეც მუშაობენ.

უკრაინის მიმართულებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც უამრავი რეისი ხორციელდება ყოველკვირეულად. მათი გრაფიკის სანახავად და ავიაბილეთების ყველაზე დაბალ ფასად შესაძენად თქვენ შეგიძლიათ Avia.Ge-ს ვებგვერდს ესტუმროთ. ამ საიტზე უახლესი ინტერფეისის მქონე საძიებო სისტემის დახმარებით საჭირო ინფორმაციას სულ რაღაც რამდენიმე წუთში, სახლიდან გაუსვლელად მიიღებთ.

Avia.Ge ასევე გთავაზობთ თანამედროვე მობილურ აპლიკაციასაც, რომელიც ახლახანს გამოქვეყნდა და უკვე უამრავი მომხმარებელი ჰყავს. მისი დახმარებით თქვენ შეძლებთ შეამოწმოთ ასობით ავიაკომპანიის ავიაბაზების ინფორმაცია და საჭირო დეტალები ფრენების, ავიაბილეთებისა და სასტუმროების დაჯავშნის თაობაზეც კი. აღნიშნული სერვისები მარტივად დაგაზოგინებთ დროს.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაბილეთები ყაზანის მიმართულებით
შემდეგი სტატიაეარბალტიკი / Airbaltic airlines
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
2 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments