იაფი ფრენები დუბროვნიკში

იაფი ფრენები დუბროვნიკის მიმართულებით

დუბროვნიკი ხორვატიის სამხრეთში მდებარე ქალაქია. იგი დაიკვეხნის ადრეატიკის ზღვის ულამაზესი სანაპიროებითა და შუასაუკუნეების არქიტექტურით. UNESCO-მ დუბროვნიკის “ძველი ქალაქის” ტერიტორია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარა. ქალაქის ისტორია საუკუნეებს ითვლის, მისი საფორტიფიკაციო კედლები და ძველი ისტორიული ძეგლები ევროპის ისტორიას გადაგიშლით თვალწინ.

თუ თავგადასავლებით სავსე მოგზაურობის დაგეგმვა გსურთ, შეიძინეთ იაფი ფრენები დუბროვნიკში და იმოგზაურეთ ხორვატიის ფერად ქუჩებში. დუბროვნიკის ულამაზესი სანაპიროები და ადგილობრივი სამზარეულო ნებისმიერ მოგზაურს კარგ დასვენებასა და საინტერესო მოგზაურობას პირდება. ამ ბლოგში შემოგთავაზებთ დუბროვნიკის შესახებ ინფორმაციას, გაგაცნობთ მის ღირსშესანიშნაობებს, ტრადიციულ კერძებსა და დასარჩენ ადგილებს. რაც მთავარია, ჩვენთან ერთად შეგეძლებათ შეიძინოთ ავიაბილეთები საუკეთესო ფასად.

რა ღირს ყველაზე იაფი ფრენა დუბროვნიკში?

თბილისი, ქუთაისი და ბათუმი – საქართველოდან დუბროვნიკში გამგზავრება სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება რამდენიმე ავიაკომპანიის დახმარებით, რაც გაძლევთ შესაძლებლობას მარტივად შეარჩიოთ თქვენზე მორგებული მარშრუტი და ბილეთის ფასი.

ისეთი წამყვანი ავიაკომპანიები, როგორიცაა Lufthansa, Aegean Airlines და Turkish Airlines, გთავაზობენ ტრანზიტულ ფრენებს დუბროვნიკის მიმართულებით.

Lufthansa კვირაში რამდენჯერმე ასრულებს რეისებს თბილისიდან დუბროვნიკში მიუნხენის საერთაშორისო აეროპორტში გადაჯდომით.

Aegean Airlines კი ფრენებს გთავაზობთ ათენში გადაჯდომით, კომფორტული მარშრუტებით და კონკურენტული ფასებით.

Turkish Airlines, თურქეთის წამყვანი გადამზიდი, კი ყოველდღიურად ასრულებს ფრენებს თბილისიდან დუბროვნიკში სტამბოლის აეროპორტში გადაჯდომით.

ქუთაისიდან დუბროვნიკის მიმართულებით შეგიძლიათ ისარგებლოთ Wizz Air- ის რეისებით. მართალია, ვიზეარი ქუთაისიდან დუბროვნიკში არ ასრულებს პირდაპირ ფრენებს, თუმცა შეგიძლიათ გაფრინდეთ ნებისმიერი არსებული მიმართულებით და შემდეგ ისევ Wizz Air -ის ან სხვა ავიაკომპანიის რეისით ჩაფრინდეთ დუბროვნიკში.

ბათუმიდან კი Turkish Airlines -ის რეისით შეგიძლიათ გამეგზავროთ დუბროვნიკში, რომელიც სტამბოლის აეროპორტში ასრულებს გადაჯდომას და კომფორტულ მგზავრობასაც გპირდებათ.

 

თბილისიდან
ქუთაისიდან
ბათუმიდან
Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
18 September 202621 September 20261 StopEdelweiss Airავიაბილეთები 1 162 -დან
1 October 20264 October 20261 StopLufthansaავიაბილეთები 1 124 -დან
7 October 202617 October 20262 StopsAjetავიაბილეთები 725 -დან
15 October 202622 October 20262 StopsAjetავიაბილეთები 876 -დან
16 October 202622 October 20262 StopsPegasus Airlinesავიაბილეთები 988 -დან
19 October 202626 October 20263 StopsPegasus Airlinesავიაბილეთები 1 095 -დან
25 October 20261 November 20261 StopLufthansaავიაბილეთები 1 022 -დან
3 March 20278 March 20272 StopsLufthansaავიაბილეთები 1 109 -დან
28 May 20274 June 20271 StopEdelweiss Airავიაბილეთები 883 -დან
28 August 20272 September 20271 StopLOT Polishავიაბილეთები 2 779 -დან
Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
1 October 20265 October 20262 StopsWizz Airავიაბილეთები 862 -დან
5 October 20269 October 20262 StopsWizz Airავიაბილეთები 776 -დან
13 October 202619 October 20262 StopsWizz Air Maltaავიაბილეთები 761 -დან
14 October 202620 October 20262 StopsPegasus Airlinesავიაბილეთები 681 -დან
15 October 202621 October 20261 StopWizz Airავიაბილეთები 580 -დან

აღმოაჩინე დუბროვნიკი

სად დავრჩეთ დუბროვნიკში?

დუბროვნიკში დასარჩენი ადგილის პოვნა ნამდვილად არ გაგიჭირდებათ. ქალაქში მაღალი დონის სასტუმროებს მარტივად ნახავთ. ასევე, ბიუჯეტურად ქირავდება აპარტამენტებიც. დაბლა რამდენიმე პოპულარულ დასარჩენ სივრცეს შემოგთავაზებთ.

Apartments Novak

ეს დასარჩენი სივრცე საოცარ ადგილას მდებარეობს. მისი ტერასიდან ზღვის ულამაზესი ხედები იშლება. აპარტამენტები ყველანაირი საჭირო ინვენტარითაა აღჭურვილი. აქაური გარემო კი კომფორტული და სასიამოვნოა.

Muziqa Apartments

ეს აპარტამენტები ასევე საოცარ ადგილას მდებარეობს. მისი ფანჯრებიდან ქალაქის ულამაზესი ხედები იშლება. აპარტამენტები ყველანაირი საჭირო ინვენტარითაა აღჭურვილი. აქაური გარემო კი კომფორტული და სასიამოვნოა.

Cinema View House

ამ ადგილას ნამდვილი ადგილობრივების გარემოცვაში ამოყოფთ თავს. აქაური მყუდრო ატმოსფერო, მოწესრიგებული ნომრები და ლამაზი ხედები ტურისტებისთვის ნამდვილი სამოთხეა.

Villa Paradiso 2

ამ სასტუმროს საკუთარი შემოსაზღვრული ზღვის სანაპირო აქვს. მის ტერიტორიაზე ნახავთ ფიტნეს ცენტრს, აუზს, რესტორანსა და ბარს. ნომრის საფასურში კი შედის საუზმის სერვისიც.

რა ვნახოთ დუბროვნიკში?

დუბროვნიკი ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობების მთელ მრავალფეროვნებას შემოგთავაზებთ. აქაურობა ცნობილია შუასაუკუნეების არტეფაქტებით.

დუბროვნიკის ქალაქის კედლები

დუბროვნიკის ქალაქის კედლები მე-13 საუკუნეში აშენდა. დღეს იგი ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი ღირსშესანიშნაობაა. ქალაქის კედლებზე ასვლა წმინდა ლუკის ტაძრამდე ნებისმიერ მნახველს შეუძლია, სულ მაღლა ასასვლელად კი მეტი ძალისხმევა დაგჭირდებათ. დუბროვნიკის ქალაქის კედლებიდან ულამაზესი ხედები იშლება.

ლოვრენაკის ციხესიმაგრე

ლოვრენაკის ციხესიმაგრე ქალაქის ერთ-ერთი ორიგინალური ღირსშესანიშნაობაა. ციხესიმაგრის ტერიტორიიდან ზაფხულის ფესტივალზე თეატრალური წარმოდგენები იმართება. აქ გადაიღეს “სამეფო კარის თამაშების” ეპიზოდებიც.

ძველი ქალაქის ტერიტორია

დუბროვნიკის ძველი ქალაქის ტერიტორია UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლადაა აღიარებული. დაათვალიერეთ ძველი ქალაქი და აღმოაჩინეთ მისი მონასტრები, ტაძრები და სასახლეები. ამ ტერიტორიაზე “სამეფო კარის თამაშების” ეპიზოდები გადაიღეს. ქალაქის არქიტექტურა თეთრი ფერისაა და მოიცავს გოთიკურ, ბაროკოს და რენესანსის სტილის შტრიხებს. დუბროვნიკის მთავარ ქუჩაზე, პლასაზე, აუცილებლად უნდა გაისეირნოთ.

ფრანცისკანული და დომენიკური ტაძრები

ეს ორი მნიშვნელოვანი ტაძარია დუბროვნიკში. ისინი შუასაუკუნეების ძეგლებია. მათი ულამაზესი არქიტექტურა ნებისმიერ ტურისტს მოხიბლავს. ტაძრებს საკუთარი მუზეუმები და ბიბლიოთეკები აქვს. აქ მნიშვნელოვანი მანუსკრიპტები და შუასაუკუნეების არტეფაქტები ინახება.

რა ვჭამოთ დუბროვნიკში?

დუბროვნიკში უგემრიელეს ზღვის კერძებს ნახავთ. აქ დააგემოვნებთ ხმელთაშუა ზღვის დელიკატესებს. თუმცა, ქალაქში დაგხვდებათ სალათებიცა და პურ-ფუნთუშეულიც.

ხამანწკები

დუბროვნიკში ზღვის პროდუქტების მთელი მრავალფეროვნება დაგხვდებათ. მის ზღისპირა რესტორნებში ხორცეულის მოყვარულებმა აუცილებლად უნდა დააგემოვნონ ხამანწკები. ისინი ქალაქის საფირმო კერძია.

Neretvanski Brodet

ეს კერძი წარმოადგენს შემწვარ თევზეულს. ხორვატიაში იგი ძირითადად ბაყაყის ხორცისაგან მზადდება. ადგილობრივების აზრით, ეს კერძი უგემრიელესია.

Peka

ეს კერძი კარტოფილისა და ხორცისაგან არის მომზადებული. მას ასევე აქვს ბოსტნეულიც. კერძი უგემრიელესია და ძალიან კომფორტულ გემოებს შეიცავს.

შავი რიზოტო

შავი რიზოტო ხორვატიის საფირმო კერძია. იგი მზადდება თევზის ბულიონის, ღვინის, ძმრის, პილპილის, მარილისა და ხმელთაშუა ზღვის მცენარეებისაგან.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია დუბროვნიკში სამოგზაუროდ

სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
The Euro (€)
აერპორტის კოდი
DBV
ენა
ხორვატიული
თაიმზონა
GMT+2
დღიური საშუალო თანხა
75-85 € (100$)

ხშირად დასმული კითხვები დუბროვნიკის ფრენების შესახებ

თუ უკვე შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები დუბროვნიკში ან მომავალში აპირებთ მოგზაურობას, გაეცანით ხშირად დასმული კითხვების სექციას. აქ ამოიკითხავთ მნიშვნელოვან ინფორმაციას,

უმჯობესია, დუბროვნიკს ზაფხულის სეზონზე ესტუმროთ, რათა დატკბეთ ზღვის სანაპიროთი.

დუბროვნიკი გამორჩეულია ადრეატიკის ზღვის სანაპიროთი, კულტურული ღირსშესანიშნაობებითა და შუასაუკუნეების ისტორიული ძეგლებით.

ჯერჯერობით დუბროვნიკში მხოლოდ გადაჯდომით შეძლებთ მგზავრობას.

Turkish Airlines დუბროვნიკში ყველაზე იაფ ფრენებს შემოგთავაზებთ.

avia.ge -ზე ავიაბილეთების შეძენა ძალიან მარტივია. საძიებო ველში შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენთვის სასურველი მიმართულება, საიტი კი შემოგთავაზებთ საუკეთესო ავიარეისებს. სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენს ქოლ-ცენტრს ან მობრძანდეთ avia.ge -ს ოფისში.

არატურისტული სეზონები უპირატესია იაფი მოგზაურობისათვის. ამ დროს ქალაქის ქუჩებიც ნაკლებად გადაჭედილია.

მინიმუმ 3 დღე გათვალეთ დუბროვნიკში სამოგზაუროდ, რათა მოასწროთ ქალაქის კარგად დათვალიერება.

DBV – დუბროვნიკის აეროპორტი ქალაქის ცენტრთან ყველაზე ახლოს, 21 კილომეტრში მდებარეობს.

პირველ რიგში, 1 ან 2 თვით ადრე დაგეგმეთ მოგზაურობა და ეცადეთ ისეთი დრო აარჩიოთ, როცა ფრენებზე ნაკლები მოთხოვნაა – მაგალითად, იფრინეთ კვირის დღეებში და თავი აარიდეთ დღესასწაულების დღეებში დაგეგმილ ავიარეისებს.

სანდოობა და მრავალწლიანი გამოცდილება – avia.ge მრავალი წელია ლიდერობს ბაზარზე. თუ გსურთ იაფი და სწრაფი მომსაუხრება მიიღოთ, avia.ge საუკეთესო არჩევანი იქნება. თქვენ მიიღებთ გამორჩეულ მომსახურებას როგორც ონლაინ, ასევე დისტანციურად, ქოლ-ცენტრის მეშვეობით ან ოფისში მოსვლით.