2019 წლის საზაფხულო სეზონი მართლაც უდიდესი სიახლეების პერიოდად იქცა ქართველი მოგზაურებისთვის. როგორც უკვე ცნობილი გახდა, ქართულ საჰაერო სივრცეში არაერთი ცნობილი ავია კომპანია აპირებს შემოსვლას და უკვე დაგეგმილია ახალი რეისები ბათუმის აეროპორტიდან კიევისა და სეულის მიმართულებითაც კი. თუმცა, ყველაზე მეტად საქართველოს საჰაერო სივრცით დაინტერესებული ავიახაზები თბილისის საერთაშორისო აეროპორტზე აკეთებენ აქცენტს.

როგორც ახლახანს გახდა ცნობილი, კავკასიის ამ ულამაზესი ქვეყნის ავია სივრცეში ოპერირების დაწყება კიდევ ორ ახალ ავია კომპანიას სურს. ტავ ჯორჯიას წარმომადგენლები ამჟამად მოლაპარაკებების ეტაპზე იმყოფებიან ისეთი ცნობილი ავია კომპანიების წარმომადგენლებთა, როგორიცაა Onur Air და Jet Handling–ი.

Onur Air–ი გამორჩეული თურქული ავიაკომპანიაა, რომელიც უკვე საკმაოდ დიდი ხანია რაც წარმატებით ანხორციელებს კომფორტულ და დაბალბიუჯეტიან ფრენებს ჩვენს რეგიონში. ამჯერად მათი ინტერესი თბილისის საერთაშორისო აეროპორტზეა შეჩერებული, საიდანაც ისინი ისეთი პოპულარული მიმართულებით აპირებენ რეისების განხორციელებას, როგორიც ანტალიაა. აღნიშნული ლოკაციის მიმართულებით სავარაუდოდ კვირაში სამჯერ განხორციელდება ფრენები.

თბილისი ანტალია

Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
24 August 202628 August 20261 StopAjetავიაბილეთები 576 -დან
18 September 20261 October 2026DirectSunExpressავიაბილეთები 521 -დან
20 October 202623 November 2026DirectSunExpressავიაბილეთები 455 -დან
23 November 202628 November 2026DirectPegasus Airlinesავიაბილეთები 475 -დან
21 December 202624 December 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 593 -დან
2 January 20279 January 20271 StopTurkish Airlinesავიაბილეთები 601 -დან
1 February 202728 February 20271 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 559 -დან
1 March 20276 March 2027DirectPegasus Airlinesავიაბილეთები 478 -დან
21 April 202725 April 20271 StopTurkish Airlinesავიაბილეთები 948 -დან
1 May 202710 May 20271 StopTurkish Airlinesავიაბილეთები 881 -დან
18 June 20273 July 20271 StopTurkish Airlinesავიაბილეთები 935 -დან
20 July 202723 July 20271 StopTurkish Airlinesავიაბილეთები 1 175 -დან

რაც შეეხება ქართულ ავია ბაზარზე შემოსვლით დაინტერესებულ მეორე ავია კომპანიას, მათი წარმომადგენლები ჩარტერული რეისების განხორციელებით არიან დაინტერესებულნი. კვიპროსული ავიახაზების წარმომადგენლები თბილისის მიმართულებით ახალი რეისის დანიშვნას აპირებენ. აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, Jet Handling-ის თვითმფრინავები კვიპროსიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით დაიწყებენ ხშირი ფრენების განხორციელებას.

თბილისი სალონიკი

Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
25 August 20268 September 20261 StopFLYONE Armeniaავიაბილეთები 957 -დან
28 September 20268 October 20262 StopsTurkish Airlinesავიაბილეთები 647 -დან
5 October 20266 October 20262 StopsAjetავიაბილეთები 854 -დან
26 December 20269 January 20271 StopAegean Airlinesავიაბილეთები 1 005 -დან
2 May 20277 May 20271 StopLOT Polishავიაბილეთები 651 -დან
7 July 202728 July 20271 StopLOT Polishავიაბილეთები 452 -დან

Onur Air–ის მთავარი საჰაერო ბაზა სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტში მდებარეობს. აღნიშნული ლოკაციის მიმართულებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკვე მრავალი რეისი ხორციელდება, რის გამოც ახალი მოთამაშის საჰაერო სივრცეში შემოსვლა საკმაოდ კარგად აისახება კონკურენტულ ბაზარსა და ავია ბილეთების ბაზარზე. რაც შეეხება Jet Handling–ის ავიახაზებს, ისინიც საკმაოდ მრავალფეროვანი სერვისებით გამოირჩევიან საკუთარ სფეროში.

ყველაზე იაფი და საუკეთესო ავია ბილეთების შესაძენად თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ Avia.Ge-ს ვებგვერდის ან მობილური აპლიკაციის საძიებო სისტემა. ამ თანამედროვე და მოხერხებული ინტერფეისის მქონე სერვისის გამოყენებით თქვენ შეძლებთ ორ წუთში იპოვოთ ყველაზე იაფი ავიაბილეთები ნებისმიერი მიმართულებით.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაბილეთები შარმ–ელ–შეიხის მიმართულებით
შემდეგი სტატიაატლასგლობალი / Atlasglobal
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted