ხმელთაშუა ზღვის მესამე ყველაზე დიდი და დასახლებული კუნძული კვიპროსი თავისი საოცარი მდებარეობის გამო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებაა. თუმცა, მდებარეობასთან ერთად, მას გამოარჩევს საინტერესო და მრავალფეროვანი კულტურული კონტრასტი, რასაც ევროპული და აზიური კულტურების შერწყმა განაპირობებს.

ავიაბილეთები კვიპროსის მიმართულებით თქვენ საშუალებას მოგცემთ აღმოაჩინოთ ულამაზესი ზღვისპირა ქალაქები და სანაპიროები, რაც კვიპოსში მრავლადაა. ყველაზე გამორჩეული ტურისტული ქალაქებია ლარნაკა, ლიმასოლი, პაფოსი, აია-ნაპა. ხოლო დედაქალაქი ნიქოსია, რომლის ჩრდილოეთ მხარე თურქეთს ეკუთვნის, ნამდვილად გამოირჩევა როგორც სილამაზით, ისე საინტერესო ისტორიითა და კულტურით.

კვიპროსი განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლოს წყვილებში, რადგან ის ბერძენი სიყვარულის ქალღმერთის, აფროდიტეს სამშობლოა და თაფლობის თვიის დღეების გატარებას ამ კუნძულზე ამჯობინებენ ხოლმე.

კვიპროსში მოხვედრის ყველაზე მარტივი და ბიუჯეტური გზაა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდანაა. ავიაკომპანია Wizz Air-ი საკმაოდ მისაღებ ფასად გვთავაზობს ავიაბილეთებს კვიპროსის მიმართულებით.

პირდაპირი რეისი ლარნაკაში სრულდება, სადაც კოპიტნარის აეროპორტიდან 2 საათსა და 40 წუთში აღმოჩნდებით, ხოლო ორი გზის ავიაბილეთს 120 ლარის ფარგლებში შეიძენთ. ლარნაკადან კი, თქვენთვის სასურველ ნებისმიერ ქალაქში ავტობუსის საშუალებით საკმაოდ იაფად და მარტივად მოხვდებით.

ქუთაისი ლარნაკა

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
17 ივლისი 202526 ივლისი 2025Wizz Airავიაბილეთები 419 -დან
7 აგვისტო 202521 აგვისტო 2025Wizz Airავიაბილეთები 183 -დან
9 სექტემბერი 202511 სექტემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 311 -დან

რაც შეეხება თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, ბერძნული ავიაკომპანია Aegean Georgia-ი გვთავაზობს ფრენებს ასევე ლარნაკას მიმართულებით ათენში გადაჯდომით. ამ შემთხვევაში, თქვენი ფრენა საკმაოდ კომფორტული იქნება და კარგ სერვისსაც მიიღებთ, ხოლო ორი გზის ავიაბილეთს 500-დან 600 ლარის ფარგლებში შეიძენთ.

თბილისი ლარნაკა

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
17 ივლისი 202519 ივლისი 2025პირდაპირიGeorgian Airwaysავიაბილეთები 617 -დან
7 აგვისტო 202523 აგვისტო 20251 ᲒაჩერებაFlyOneავიაბილეთები 685 -დან
26 სექტემბერი 20257 ოქტომბერი 20252 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 638 -დან
12 ოქტომბერი 202519 ოქტომბერი 20251 ᲒაჩერებაSky Expressავიაბილეთები 641 -დან
13 ნოემბერი 20251 დეკემბერი 20251 ᲒაჩერებაSky Expressავიაბილეთები 666 -დან
11 დეკემბერი 202515 დეკემბერი 20251 ᲒაჩერებაSky Expressავიაბილეთები 664 -დან
5 იანვარი 202612 იანვარი 20261 ᲒაჩერებაAegean Airlinesავიაბილეთები 773 -დან
22 ივნისი 20265 ივლისი 20261 ᲒაჩერებაAegean Airlinesავიაბილეთები 819 -დან

ჩრდილოეთ კვიპროსში მოხვედრის საუკეთესო გზა კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პეგასუსის ავიახაზებით გამგზავრებაა. ავიარეისი სტამბოლში, გოქჩენის აეროპორტში გადაჯდომით სრულდება და ჩაფრენა ჩრდილოეთ ნიქოზიაში, ერჯანის საერთაშორისო აეროპორტშია. ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულება კი 350-400 ლარს არ აღემატება.

თბილისი ერჯანის

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
22 ივლისი 20251 აგვისტო 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 622 -დან
27 აგვისტო 202510 სექტემბერი 20251 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 519 -დან
15 სექტემბერი 202530 სექტემბერი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 692 -დან
2 ოქტომბერი 202516 ოქტომბერი 20251 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 629 -დან
20 დეკემბერი 202528 დეკემბერი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 648 -დან

თუ თქვენ უპირატესობას არა ბიუჯეტურ, არამედ კომფორტულ მგზავრობას და მაღალი ხარისხის მომსახურებას ანიჭებთ, საუკეთესო ვარიანტი Turkish Airlines-ია. ამ შემთხვევაში, ტრანზიტი თურქეთის ახალ აეროპორტში ან ანკარაშია, ხოლო დანიშნულების აეროპორტი ისევ ერჯანია. რაც შეეხება, ღირებულებას, ორიხრივი ავიაბილეთის ფასი 600-დან 700 ლარამდე მერყეობს.

ავიაბილეთები კვიპროსის მიმართულებით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდანაც შეგიძლიათ შეიძინოთ. ამ შემთხვევაში, თურქეთის ავიახაზები გვთავაზობს ფრენებს ნიქოზიის მიმართულებით. ფასები თითქმის იგივეა, რაც თბილისიდან. ორი გზის ავიაბილეთს 600-დან 750 ლარის ფარგლებში შეიძენთ.

ბათუმი ერჯანი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
16 ივლისი 202519 ივლისი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 969 -დან

თქვენ შეგძლიათ საუკეთესო ვარიანტი AVIA.GE-ის საძიებო სისტემის დახმარებით შეარჩიოთ, რომელიც საკმაოდ მარტივი და მოსახერხებელია. ხოლო, უფრო დეტალური ინფორმაციისთვის და ინდივიდუალური შემოთავაზებისთვის დაგვიკავშირდით.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშითბილისიდან აბუ-დაბის მიმართულებით Etihad Airways იფრენს
შემდეგი სტატიასაქართველოდან საჰაერო მიმოსვლა სამი ახალი მიმართულებით იწყება
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
2 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments