კავკასიის რეგიონში თანდათანობით უამრავი ცნობილი ავია კომპანია იწყებს ფუნქციონირებას. თუმცა ეს რეგიონი უკვე დეკადაზე მეტია აქტიურად უკავიათ თურქულ ავიახაზებს. თურქეთის ეროვნულ ფლაგმან ავია კომპანია Turkish Airlines–თან ერთად, ქართულ ავია სივრცეში ასევე ისეთი გამოცდილი და კომფორტული ავია კომპანია ოპერირებს, როგორიცაა ატლასგლობალი. AtlasGlobal–ის მთავარი ბაზა სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტში მდებარეობს და სწორედ აქედან ანხორციელებს მილიონობით მოგზაურის უმაღლესი კლასის მომსახურებას.

აღნიშნული ავია კომპანია 2001 წლის 14 მარტში დაარსდა თურქეთში და მას შემდეგ ანხორციელებს პროფესიონალური სერვისის მიწოდებას ტურისტებისათვის. ადგილობრივი და საერთაშორისო ფრენების ხარისხი ატლასგლობალის მომსახურების მიღებისას ერთნაირად მაღალია. თურქული კომპანიის წარმომადგენლებმა აკამედიაც კი დაარსეს, სადაც თვითმფრინავის პერსონალისა და პილოტების ტრენინგებს აწარმოებენ.

ატლასგლობალი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ისეთი ცნობილი ლოკაციების მიმართულებით ანხორციელებს ფრენებს, როგორიცაა პარიზი. სიყვარულის დედაქალაქში თურქული ავიაკომპანიის თვითმფრინავით გასაფრენათ 1000–დან 1050–მდე ლარის გადახდა დაგჭირდებათ. თუკი ასეთი სერვისის მიღებაზე შეაჩერებთ არჩევანს, თქვენ მართლაც ძალიან კომფორტული თვითმფრინავით მოგიწევთ მგზავრობა.

ცნობილი თურქული ავიახაზების საჰაერო ფლოტი თავდაპირველად მხოლოდ 2 ტრანსპორტისგან შედგებოდა. თუმცა ამჟამად ატლასგლობალის საჰაერო ფლოტის შემადგენლობაში 16 უმაღლესი კლასის თვითმფრინავი შედის. მათი საშუალებით AtlasGlobal–ის გამოცდილი პილოტები ფრენებს ევროპის, აზიის, თურქეთის, რუსეთის და შუა აღმოსავლეთის რეგიონებში ანხორციელებენ. ამ ავიახაზების რეისებზე ყოველთვის საკმაოდ დიდი მოთხოვნაა და უამრავი ადამიანი ცდილობს ავიაბილეთების დაჯავშნას.

ასეთი პოპულარობა თურქულმა ბრენდმა მისი მომსახურების ხარისხის სამაგალითო დონით დაიმსახურა. ატლასგლობალის თვითმფრინავით სარგებლობისას ნებისმიერ კლასში თქვენ თავს იგრძნობს საკმაოდ კომფორტულად და არც ფეხის გაშლაზე გექნებათ პრობლემა. თანაც ფრენის ხანგრძლივობასთან შესაბამისად, გემრიელი კერძების მირთმევის საშუალებაც გექნებათ.

მსოფლიოს საუკეთესო ავია ხაზების ბაზებზე წვდომის საშუალებას ვებგვერდი Avia.Ge გაძლევთ. ამ საიტის მოხერხებული საძიებო სისტემის ან მობილური აპლიკაციის დახმარებით თქვენ 2 წუთში შეძლებთ შეიძინოთ ავიაბილეთები ყველაზე დაბალ ფასად.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიმალე თბილსიდან: ანტალიის და სალონკის ავიარესიები
შემდეგი სტატია3 ახალი ავიაკომპანია ბათუმში
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments