როგორც უკვე იცით, დაბალბიუჯეტურმა უკრაინულმა ავიაკომპანიამ, Skyup-მა უკრაინისა და საქართველოს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა უკვე აღადგინა. ამჯერად, Skyup-ი ახალ მიმართულებებს ამატებს და ფრენების სიხშირეს ზრდის.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას ახალ მიმართულებებზე ოპერირების უფლება 27 აპრილს მიენიჭა.
გთავაზოვთ მიმართულებებისა და განრიგის სრულ ვერსიას:
ხარკოვი – თბილისი – ხარკოვი
- შესრულდება 29 აპრილიდან 28 ოქტომბრამდე, ყოველ ხუთშაბათს და კვირას.
ხარკოვი – ბათუმი – ხარკოვი
- შესრულდება 28 აპრილიდან 2 ოქტომბრამდე, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს, 27 მაისიდან 3 ოქტომბრამდე ყოველ ორშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და კვირას.
ლვოვი – თბილისი – ლვოვი
- შესრულდება 1 მაისიდან 2 ოქტომბრამდე ყოველ შაბათს, 2 ივნისიდან 29 სექტემბრამდე კი, ყოველ ოთხშაბათს.
ლვოვი – ბათუმი – ლვოვი
- შესრულდება 29 აპრილიდან 27 მაისამდე, ყოველ ხუთშაბათს, 29 მაისიდან 3 ოქტომბრამდე – ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, შაბათს და კვირას.
ოდესა – თბილისი – ოდესა
- შესრულდება 30 აპრილიდან 29 ოქტომბრამდე, ყოველ ორშაბათს და პარასკევს.
ოდესა – ბათუმი – ოდესა
- შესრულდება 2 მაისიდან 23 მაისამდე ყოველ კვირას, 27 მაისიდან 3 ოქტომბრამდე – ყოველ ოთხშაბათს, ხუთშაბათს, შაბათს და კვირას.
ზაპოროჟიე – ბათუმი – ზაპოროჟიე
- შესრულდება 28 მაისიდან 3 ოქტომბრამდე, ყოველ სამშაბათს, პარასკევს და კვირას.
რაც შეეხება რეგულარული რეისების სიხშირეებს, კიევი – თბილისი – კიევის საჰაერო ხაზზე, 28 მაისიდან 29 ოქტომბრამდე დაემატება ფრენები ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს. ჯამში, დედაქალაქებს შორის Skyup-ი კვირაში 10 სიხშირით იფრენს.