FlyArystan-ი ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც ყაზახეთის წამყვანი ავიაკომპანიის, Air Astana -ს შვილობილი კომპანიაა, საიდანაც იგი უსაფრთხოების, ტექნიკური, სასწავლო და სხვადასხვა სერვისების მხარდაჭერას იღებს.

ავიაკომპანია FlyArystan-ი 2018 წლის 2 ნოემბერს დაარსდა და წარმოადგენს პირველ და ამჟამად ერთადერთ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიას ცენტრალურ აზიაში. მთავარი ბაზა მდებარეობს ალმათის საერთაშორისო აეროპორტში. სწორედ აქედან განახორციელა მან პირველი შიდა ფრენა ნურ-სულთანის მიმართულებით, 2019 წლის 1 მაისს.

რაც შეეხება საერთაშორისო მიმართულებებს, FlyArystan-მა პირველი ფრენა 2019 წლის 13 დეკემბერს, ნურ-სულთანიდან მოსკოვის მიმართულებით შეასრულა.

დღეისათვის ფლაი არისტანი 20-მდე მიმართულებაზე ოპერირებს. აქედან უმეტესობა ყაზახეთის შიდა მიმართულებაა – აქტაუ, აქტობე, ალმათი, ატირაუ, ყარაგანდა, კოკშეტაუ, კოსტანაი, კიზილორდა, ნურ-სულთანი, ორალი, ოსკემენი, პავლოდარი, პეტროპავლი, სემეი და შიმკენტი. საერთაშორისო მიმართულებები კი მოიცავს: თურქეთს, აზერბაიჯანს, სომხეთს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს და საქართველოს. 

ავიაკომპანია საქართველოდან ფრენებს ასრულებს ქუთაისის აეროპორტიდან – აქტაუს, ატირაუს და ნურ-სულთანის მიმართულებით. პირველი ფრენა მან ქუთაისიდან 2022 წლის 15 ივნისს განახორციელა.

ავიაკომპანიის ფლოტი ცხრა A320 CEO და NEO თვითმფრინავების თანამედროვე საჰაერო ხომალდისგან შედგება. ყველა საჰაერო ხომალდი Airbus A320-ის ოჯახს ეკუთვნის.

თუ გეგმავთ ისარგებლოთ აღნიშნული ავიაკომპანიის მომსახურებით, გაეცანით ბარგის გადატანის პოლიტიკას:

ხელბარგი:

ავიაკომპანია, ყველა მგზავრს, უფლებას აძლევს თან იქონიოს ერთი ერთეული ხელბარგი, რომლის წონა არ აღემატება 5 კგ-ს, ხოლო ზომა კი 56x23x36 სმ-ს. ასევე, შესაძლებელია ფასიანი ხელბარგის დამატება, რომლის წონა 10 კგ-მდე უნდა იყოს, ხოლო ზომა კი 56x23x36 სმ.

დადგენილი ზომების დაცვით, ხელბარგის ყველა კომპონენტი (ბორბლები, სახელურები და ა.შ) თავისუფლად უნდა მოთავსდეს სტანდარტიზატორში. სალონში ბარგი უნდა განთავსდეს თაროზე მგზავრის სავარძლის ზემოთ ან მგზავრის წინ სავარძლის ქვეშ.

ჩასაბარებელი ბარგი:

რაც შეეხება ჩასაბარებელ ბარგს, დასაშვები მაქსიმალური წონა ერთ ერთეულ ბარგზე 32 კგ-ია. ბარგის რაოდენობაზე შეზღუდვა არ არის, თუმცა, 1 მგზავრს შეუძლია შეიძინოს მხოლოდ 60 კგ ბარგი.

ყაზახეთის მიმართულებით, ავიაბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

ავიაბილეთები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
შუმკენტი13 ივნისი 202420 ივნისი 2024FlyArystanავიაბილეთები 817 -დან
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიახალი მიმართულებები და მეტი რეისები – ავიაკომპანია “Skyup” სიახლეებს გვთავაზობს
შემდეგი სტატიაWizz Air-ი ქუთაისის აეროპორტიდან რამდენიმე მიმართულებას აღადგენს
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
3 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments