საბჭოთა კავშირის ყოფილ ტერიტორიაზე უამრავი ქვეყანა იწონებს თავს ამ რეჟიმისთვის დამახასიათებელი უნიკალური არქიტექტურით. რათქმაუნდა რუსეთში ყველაზე მეტ ძველ საბჭოურ მასშტაბურ შენობას შევხვდებით, თუმცა არც უკრაინა არ ჩამორჩება მის მეზობელს ბევრად. მაგალითად ხარკოვის მიმართულებით ავიაბილეთების შეძენა თქვენ საშუალებას მოგცემთ დაათვალიეროთ ერთ–ერთი ყველაზე შთამბეჭდავი, ძველი საბჭოეთის სტილის ქალაქი. თვალისმომჭრელი სიდიდის შენობებისა და ისტორიული არქიტექტურული ძეგლებით სავსე მხარე გამწვანებითაც გამოირჩევა. მის ცენტრში თქვენ შეძლებთ დაათვალიეროთ უზარმაზარი ორიგინალური პარკი, რომელშიც ასევე საბაგიროს ტურებიც ეწყობა.

რათქმაუნდა უკრაინის სხვა დიდი ქალაქებივით, ხარკოვის ძირითად ღირებულებას მისი შთამბეჭდავი ტაძრები წარმოადგენს. მათი ორიგინალური და დახვეწილი ფასადი და შთამბეჭდავი ინტერიერი არცერთ ტურისტს არ დატოვებს გულგრილს. მსგავსი ისტორიული ძეგლები მთელ ქალაქშია მიმობნეული, თუმცა მათ დასათვალიერებლად დიდი დროის დაკარგვა მაინც არ მოგიწევთ. ამის მიზეზი ხარკოვის საკმაოდ არაორდინალური და კომფორტული მეტროს სისტემაა. თითოეული სადგურის მონახულება თავს სრულიად განსხვავებულ სამყაროში ამოგაყოფინებთ და შესაძლოა მათი დიზაინების თვალიერების გამო მატარებელზეც კი დააგვიანოთ.

კონსტრუქციული არქიტექტურის მოყვარულთათვის ავიაბილეთები ხარკოვის მიმართულებით მართლაც იდეალურ საჩუქარად ჩაითვლება. ეს ქალაქი ყოველი ფეხის ნაბიჯზე სრულიად განსხვავებული ქუჩებითა და სხვადასხვა დროისთვის დამახასიათებელი ფასადებით მოგხიბლავთ. უკრაინის ამ გამორჩეული ქალაქის მოსანახულებლად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაფრენა უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებითაა შესაძლებელი ყველაზე ხელსაყრელ ფასად. ამ კომპანიის ავიაბილეთის ფასი 400–დან 550 ლარამდე მერყეობს და კიევის საერთაშორისო აეროპორტში გადასაჯდომად შეჩერებას ითვალისწინებს. რეისის საერთო დრო დაახლოებით 5 საათი და 30 წუთი იქნება.

თუკი უნიკალური დიზაინის მქონე მეტროების დათვალიერების იდეამ მოგხიბლათ, ჯობია ავიაბილეთების შეძენაზე ფიქრი 1–2 თვით ადრე დაიწყოთ. Avia.Ge–ს საძიებო სისტების უნიკალური ინტერფეისი მარტივად მოგცემთ საშუალებას საჭირო ინფორმაცია უმოკლეს ვადაში მოიძიოთ. ასევე ავიაბილეთები ხარკოვის მიმართულებით შეგიძლიათ შეიძინოთ Avia.Ge–ს ახალი მობილური აპლიკაციის დახმარებითაც. მისი დიზაინი და ფუნქციებიც ასევე საკმაოდ დიდ დროს დაგაზოგინებთ.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაბილეთები ნეაპოლის მიმართულებით
შემდეგი სტატიაავიაბილეთები ბრიუსელის მიმართულებით
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments