ევროპის ტერიტორიაზე ქართველ მოგზაურებს უკვა უამრავი ქვეყნის საზღვრის გადაკვეთა შეუძლიათ უვიზოთ. ასეთი სასიამოვნო სიტუაცია უვიზო რეჟიმის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ შეიქმნა. თუკი მსგავსი მართლაც სასარგებლო და მნიშვნელოვანი შანსის გამოყენებას აპირებთ, მაშინ რამდენიმე მნიშვნელოვანი წესის დამახსოვრება დაგჭირდებათ.

პირველ რიგში, ევროპაში მდებარე შენგენის ზონაში მყოფი ქვეყნების ტერიტორიაზე უვიზოდ შესასვლელად საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი დაგჭირდებათ. აღნიშნული საბუთი ბოლო 10 წლის განმავლობაში უნდა იყოს გაცემული და თქვენი დაბრუნების თარიღიდან კიდევ მინიმუმ 3 თვის ვადით უნდა ჰქონდეს მოქმედების ძალა.

ასევე, ხშირად და ოფიციალური წესების თანახმად, უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლისას სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა ასევე რამდენიმე დამატებითი საბუთის წარდგენა შეიძლება მოგთხოვონ. ასეთი დოკუმენტების სიაში შედის საქართველოში დასაბრუნებელი  ავიაბილეთი და უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული სასტუმროს მიერ მოწოდებული მოქმედი ჯავშანის დამადასტურებელი საბუთი. ასევე, თან უნდა იქონიოთ სამოგზაურო დაზღვევაც.

შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის მსურველებმა ასევე უნდა გაითვალისწინონ ფინანსური რეგულაციებიც. ევროპის ქვეყნებში უვიზოდ შესვლისათვის თქვენ მესაზღვრეს ასევე უნდა წარუდგინოთ მოგზაურობის ფინანსურად უზრუნველყოფის დამადასტურებელი ფაქტები. აღნიშნულს შეიძლება წარმოადგენდეს ნაღდი ფული ან თქვენ მფლობელობაში არსებული საბანკო ელექტრონული ბარათები, ასევე დაფინანსების შესახებ ცნობა ან აღნიშნულ ქვეყანაში მცხოვრები მასპინძლის მიერ მოწოდებული საგარანტიო წერილი.

ზემოთ აღნიშნულ ფინანსურ რეგულაციებს თითოეული ქვეყანა ინდივიდუალურად განსაზღვრავს შიდა კანონმდებობლის მიხედვით. თუმცა, ფინანსური უზრუნველყოფისთვის გათვალისწინებული თანხის რაოდენობა შენგენის ზონის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნისას დღეში 50 ევროს არ აღემატება როგორც წესი.

თუკი თქვენი მოგზაურობის მიზანს არა ტურისტული, არამედ მაგალითად სამედიცინო ასპექტი ან რაიმე სახის კონფერენციასა და სემინარში მონაწილეობა წარმოადგენს, მაშინ დაგჭირდებათ დამატებითი დოკუმენტებიც. ასეთ დროს თან უნდა იქონიოთ საქმიან შეხვედრაზე წასვლის დროს აღნიშნული კონფერენციის პროგრამა. რაც შეეხება მკურნალობის მიზნით მოგზაურ ადამიანებს, მათ სასურველია თან ჰქონდეთ იმ კონკრეტული სამედიცინო ორგანიზაციის თანხმობის დოკუმენტი, რომელშიც დაგეგმილი აქვთ მკურნალობა.

ავიაბილეთები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა3 სექტემბერი 202510 სექტემბერი 2025FlyArystanავიაბილეთები 731 -დან
ათენი19 ნოემბერი 202526 ნოემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 322 -დან
აბუ დაბი22 ივლისი 202523 ივლისი 2025Wizz Airავიაბილეთები 299 -დან
ბარსელონა27 ოქტომბერი 20257 ნოემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 716 -დან
ბერლინი6 აგვისტო 202513 აგვისტო 2025Wizz Airავიაბილეთები 850 -დან
ბრიუსელი2 ოქტომბერი 20255 ოქტომბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 492 -დან
ბუდაპეშტი14 სექტემბერი 202518 სექტემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 322 -დან
დორტმუნდი26 ივლისი 202529 ივლისი 2025Wizz Airავიაბილეთები 990 -დან
მემინგენი20 ნოემბერი 202527 ნოემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 339 -დან
ფრანკფურტი8 აგვისტო 202515 აგვისტო 2025Wizz Airავიაბილეთები 779 -დან

 

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიგაზაფხულზე აუცილებლად სანახავი ქალაქები
შემდეგი სტატიაავიაბილეთები დუბაის მიმართულებით
5 2 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
3 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments