30 ივნისიდან, უცხო ქვეყნების მოქალაქეები, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც რუსეთში უვიზოდ შედიან, უნდა დარეგისტრირდნენ ერთიან ციფრულ იდენტიფიკაციისა და ავთენტიფიკაციის სისტემაში. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექცია. გავრცელებული მონაცემებით, აღნიშნული პროცედურა ამ ეტაპზე ნებაყოფლობითია.

დიპლომატიური წარმომადგენლობის ვებგვერდის ცნობით, საუბარია “ექსპერიმენტის მეორე ფაზაზე“, რომელიც გაგრძელდება 2026 წლის 30 ივნისამდე.

თბილისი მოსკოვი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
23 ივლისი 202529 ივლისი 2025Azimuthავიაბილეთები 1 013 -დან
7 აგვისტო 202522 აგვისტო 2025Red Wingsავიაბილეთები 1 213 -დან
16 სექტემბერი 202524 სექტემბერი 2025Red Wingsავიაბილეთები 1 128 -დან
17 ოქტომბერი 202526 ოქტომბერი 2025Red Wingsავიაბილეთები 967 -დან

 

„ექსპერიმენტის პირობების მიხედვით, უვიზოდ რუსეთში ჩამსვლელმა მოქალაქეებმა მინიმუმ 72 საათით ადრე უნდა გაიარონ ციფრული რეგისტრაციაГосуслуги RuID“-ის მობილური აპლიკაციის საშუალებით. გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში – მაგალითად, ოჯახის წევრის ავადმყოფობის ან გარდაცვალების დროს – რეგისტრაცია შესაძლებელია ბოლო ოთხ საათში“, — აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე, 30 ივნისიდან რუსეთის ყველა სასაზღვრო პუნქტზე დაიწყება ბიომეტრიული მონაცემების შეგროვება, რაც მოიცავს ფოტოსა და თითის ანაბეჭდებს.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიWizz Air – 15%-მდე ფასდაკლება გერმანიის მიმართულებით ფრენებზე
შემდეგი სტატიაFlyArystan 1-დან 31 ივლისის ჩათვლით ქუთაისიდან ყაზახეთის 5 ქალაქში იფრენს
5 1 vote
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments