ზამთრის მიწურულსა და ულამაზესი გაზაფხულის სეზონზე ევროპა ყველაზე საოცარი ლოკაციებით ელის მოგზაურებს. თბილ და ნეიტრალურ ამინდებში მსოფლიოს ამ მხარეში მართლაც ყველაზე ლამაზი და გამორჩეული ქალაქების დათვალიერება შეგიძლიათ. პირველ რიგში, გაზაფხულის კომფორტულ მზეს ტურისტებით დახუნძლული ევროპის ისეთ არაორდინალურ ქალაქებში უნდა მიეფიცხოთ, როგორიც მაგალითად სან სებასტიანია.

სან სებასტიანია

ამ ქალაქში თქვენ ყველაზე უფრო უკეთ და მყუდროდ დაათვალიერებთ ესპანური იდენტობის გამორჩეულ მაგალითებსა და საუკეთესო კულტურულ ასპექტებს. ულამაზესი არქიტექტურითა და ესპანური კულინარიის შედევრებით დატკბობა მართლაც დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ. ასევე, აქვე შეგიძლიათ ესტუმროთ ისეთ უნიკალურ ქალაქს, როგორიც პორტოა.

ესპანური კულტურის მეზობლად, პორტუგალიური ექსცენტრიული ცხოვრების წესით ტკბობას ამ საპორტო ქალაქში მართლაც ადვილად შეძლებთ. წვრილი ქუჩებით დასერილი ეს ქალაქი ყველაზე უსაფრხო და ასევე ყველაზე რომანტიული ლოკაციების სიაში იკავებს ერთ–ერთ მოწინავე ადგილს.

თუკი მუსიკის მოყვარული ხართ, მაშინ აუცილებლად უნდა ესტუმროთ მონტრეს. შვეიცარიის ამ ულამაზეს მხარეში სიცოცხლის ბოლო წლები ფრედი მერკურიმ გაატარა და მისი ბენდის ბოლო ალბომიც აქ შეიქმნა. ასევე, მონტრო ჯაზის მაღალი დონის კულტურითაცაა განთქმული, ამიტომ აქ მელომანები ნამდვილად სასიამოვნოდ გაატარებენ დროს.

Montreux

გაზაფხულის ყველაზე ნათელი ფერებისა და ნამდვილი არსის შეგრძნობა მხოლო ერთ ქალაქშია შესაძლებელი. ამ შემთხვევაში საუბარი რათქმაუნდა ამსტერდამზეა, რომლის სტუმრებიც აღნიშნული სეზონის ყველაზე ლამაზ მოსავალს იხილავენ. ეს ქალაქი ზაფხულში მართლაც ულამაზესია, თუმცა უფრო იაფი, მშვიდი და მყუდრო სწორედ გაზაფხულის სეზონზეა, თანაც ყვავილები სწორედ ამ დროს იფურჩქნებიან.

Amsterdam

თბილისი ამსტერდამი

Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
30 September 202611 October 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 731 -დან
7 October 202619 October 20261 StopAjetავიაბილეთები 536 -დან
12 November 202619 November 20261 StopAjetავიაბილეთები 655 -დან
16 December 202613 January 20271 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 636 -დან
14 January 202719 January 20271 StopAjetავიაბილეთები 714 -დან
9 February 202716 February 20271 StopAjetავიაბილეთები 735 -დან
3 March 20277 March 20271 StopLufthansaავიაბილეთები 845 -დან
12 April 202717 April 20271 StopAustrian Airlinesავიაბილეთები 869 -დან
18 May 202723 May 20271 StopeasyJetავიაბილეთები 935 -დან
17 June 202724 June 20271 StopLOT Polishავიაბილეთები 1 075 -დან
15 July 202718 July 20271 StopAustrian Airlinesავიაბილეთები 1 231 -დან
12 August 202716 August 20271 StopAustrian Airlinesავიაბილეთები 1 152 -დან

ულამაზესი გამწვანების გარდა ჰოლანდიის ამ შესანიშნავ მხარეში ვან გოგის მუზეუმით, კანალების პირას სეირნობითა და ულამაზესი არქიტექტურული ძეგლების თვალიერებით შეგიძლიათ ტკბობა. აღნიშნული ქალაქების სტუმრობა უფრო კომფორტული იქნება, თუკი ავია ბილეთებს იაფად შეიძენთ. ამისათვის თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ მაგალითად Avia.Ge–ს ავია ბილეთების საძიებო სისტემა. აღნიშნული ვებგვერდის დახმარებით თქვენ რამდენიმე წუთში აღმოაჩენთ ყველაზე იაფ ავია ბილეთებს ნებისმიერი ქალაქის მიმართულებით გასაფრენად.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიეარარაბია / Air Arabia
შემდეგი სტატიარა საბუთებია საჭირო ევროპაში წასასვლელად
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted