ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია ფლაიარისტანი ივლისში ქუთაისის მიმართულებით ფრენების რაოდენობას ზრდის. კომპანიის განცხადებით, 1-დან 31 ივლისის ჩათვლით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხუთ ყაზახურ ქალაქში რეგულარული რეისები შესრულდება.
მიმართულებების განრიგი ასე გამოიყურება:
- ატირაუ – ფრენები ჩატარდება კვირაში ექვსჯერ: ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევსა და კვირას;
- აქტაუ – კვირაში ხუთი სიხშირე: ორშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევსა და შაბათს;
- შიმკენტი – რეისები ორშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს შესრულდება;
- ასტანა – ფრენები კვირაში ექვსჯერ: ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს, შაბათს და კვირას;
- ალმათი – რეისების რაოდენობა უცვლელი რჩება და კვირაში ოთხჯერ შესრულდება: ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს.
FlyArystan ფრენები ქუთაისიდან
დანიშნულების ადგილი | გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
ალმაატა | 15 ოქტომბერი 2025 | 22 ოქტომბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 611 -დან |
შუმკენტი | 4 სექტემბერი 2025 | 8 სექტემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 528 -დან |
ატირაი | 26 აგვისტო 2025 | 28 აგვისტო 2025 | ![]() | ავიაბილეთები 495 -დან |
ასტანა | 5 მაისი 2026 | 12 მაისი 2026 | ![]() | ავიაბილეთები 520 -დან |
აკტაუ | 17 აგვისტო 2025 | 25 აგვისტო 2025 | ![]() | ავიაბილეთები 534 -დან |
FlyArystan არის ყაზახეთის პირველი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომელიც 2018 წელს დააარსა Air Astana-მ და 2019 წლიდან აქტიურად ახორციელებს ფრენებს.
ავიაკომპანია ოპერირებს თანამედროვე Airbus A320 ტიპის ავიახომალდებით და გამოირჩევა ხელმისაწვდომი ტარიფებით, რეგულარული მიმართულებებით და სწრაფად მზარდი საერთაშორისო ქსელით.
FlyArystan უკვე დამკვიდრებულია როგორც ერთ-ერთი წამყვანი დაბალბიუჯეტური გადამზიდავი ცენტრალურ აზიაში და განთქმულია მაღალი ხარისხის სერვისით, რაც Skytrax-ის 4-ვარსკვლავიანი რეიტინგითაც არის აღიარებული.
Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907