ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა შეიძლება საწვავის ფასების ზრდა გამოიწვიოს, რაც, თავის მხრივ, ავიაბილეთების გაძვირებასაც განაპირობებს.

როგორც The Telegraph იუწყება, საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) გენერალურმა დირექტორმა და British Airways -ის ყოფილმა ხელმძღვანელმა, უილი უოლშმა აღნიშნა, არსებობს მყარი კავშირი ნავთობის ფასებსა და ავიაბილეთების ღირებულებას შორის. მისი თქმით, ზაფხულში ნავთობის ფასების შემცირებამ ავიაკომპანიებს საშუალება მისცა, ავიაბილეთების ფასები შეემცირებინათ. თუმცა, რეგიონში არსებული დაძაბულობის ფონზე ეს ტენდენცია იცვლება.

განსაკუთრებული გავლენა იქონია ისრაელის იერიშმა ირანის სამხედრო ობიექტებზე, რის შედეგადაც ნავთობის ფასებმა 8%-ით მოიმატა. ბაზრებმა სიტუაციას მყისიერად უპასუხეს. ანალიტიკოსები Goldman Sachs-იდან აღნიშნავენ, რომ თუ ირანი ორმუზის სრუტეს დაბლოკავს, რომელიც გლობალური ნავთობის მიწოდების დაახლოებით მეხუთედს უზრუნველყოფს, ეს შეიძლება ფასების მკვეთრი ზრდის მიზეზი გახდეს.

მაკგილის უნივერსიტეტის ავიაციის სპეციალისტი, ჯონ გრედეკი განმარტავს, რომ თუ რეაქტიული საწვავის ფასი 10-20%-ით მოიმატებს, ავიაკომპანიები სერიოზულ ფინანსურ წნეხს განიცდიან. IATA-ს მონაცემებით, ავიაციის სფეროში საწვავის ხარჯები მთლიანი შემოსავლების თითქმის მესამედს შეადგენს.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

DestinationDeparture atReturn atAirlineFind tickets
Almaty7 November 202611 November 2026FlyArystanავიაბილეთები 440 -დან
Athens5 February 202710 February 2027Wizz Airავიაბილეთები 200 -დან
Barcelona20 January 202727 January 2027Wizz Airავიაბილეთები 363 -დან
Berlin5 December 20268 December 2026Wizz Airავიაბილეთები 369 -დან
Brussels6 December 20268 December 2026Wizz Airავიაბილეთები 257 -დან
Bratislava24 November 202628 November 2026Wizz Airავიაბილეთები 255 -დან
Budapest11 March 202716 March 2027Wizz Airავიაბილეთები 300 -დან
Dortmund5 December 202612 December 2026Wizz Airავიაბილეთები 320 -დან
Memmingen23 November 202627 November 2026Wizz Airავიაბილეთები 289 -დან
Frankfurt26 January 202730 January 2027Wizz Airავიაბილეთები 278 -დან

ამჟამად ბევრი ავიაკომპანია იყენებს ჰეჯირების მეთოდს – საწვავის ფასებს წინასწარ აფიქსირებს, რათა ბაზრის რყევისგან დაიცვას თავი. მაგალითად, Ryanair-მა გაზაფხულზე არსებული დაბალი ფასები გამოიყენა და საწვავის მარაგი სამი წლით წინასწარ შეიძინა.

The Telegraph-ის ინფორმაციით, 2022 წელს საწვავის ფასების ზრდის ფონზე, ისეთმა ავიაკომპანიებმა, როგორიცაა Emirates, AirAsia და Japan Airlines, ავიაბილეთებზე დამატებითი გადასახადი დააწესეს, რაც დაახლოებით 10%-ს შეადგენდა. სხვებმა კი ავიაბილეთების გაძვირების ნაცვლად მარშრუტების შემცირებისა და ხარჯების ოპტიმიზაციის გზას მიმართეს.

შეგახსენებთ, რომ 13 ივნისის ღამეს ისრაელმა განახორციელა იერიში ირანის ბირთვულ ობიექტებზე, რასაც სამხედრო დაპირისპირების ესკალაცია მოჰყვა. რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ლიტვამ, ბულგარეთმა, ჩეხეთმა და პოლონეთმა, უკვე გამოაცხადა მზადყოფნა საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციისთვის.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიFlyArystan 1-დან 31 ივლისის ჩათვლით ქუთაისიდან ყაზახეთის 5 ქალაქში იფრენს
შემდეგი სტატიაGeorgian Airways -მა თელ-ავივის მიმართულებით ფრენები აღადგინა
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted