flights to Ukraineირლანდიური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Ryanair უკრაინის მიმართულებით ფრენების განახლებას გეგმავს. ავიაკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ ო’ლირიმ, The Telegraph-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ რაინეარი ამზადებს სტრატეგიას, რომელიც საშუალებას მისცემს ფრენები განაახლოს ომის დასრულებიდან ექვსი კვირის განმავლობაში.

მისი თქმით, ფრენების განახლებისთვის აუცილებელია საომარი მოქმედებების ოფიციალური შეწყვეტა, რათა შესრულდეს ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მოთხოვნები.

Ryanair გეგმავს, რომ კიევისა და ლვოვის მიმართულებით დაახლოებით 24 მარშრუტი შეასრულოს, რისთვისაც გამოიყენებს ლონდონის სტენსტედისა და პარიზის ორლიის აეროპორტებიდან გადამისამართებულ რეისებს. ოდესაში ფრენების განახლება შესაძლოა უფრო მეტ დროს მოითხოვდეს, რადგან აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში, მათ შორის ხერსონის აეროპორტში, მნიშვნელოვანი ნგრევაა.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

DestinationDeparture atReturn atAirlineFind tickets
Adler/Sochi31 December 202610 January 2027Red Wingsავიაბილეთები 298 -დან
Almaty22 October 202629 October 2026Air Astanaავიაბილეთები 1 153 -დან
Amsterdam15 October 202625 October 2026Transaviaავიაბილეთები 817 -დან
Ankara19 September 202621 September 2026Ajetავიაბილეთები 351 -დან
Athens15 November 202622 November 2026Aegean Airlinesავიაბილეთები 462 -დან

 

შეგახსენებთ, რომ Marsh McLennan-ის უფროსმა პარტნიორმა, კრისპინ ელისონმა განაცხადა, რომ უკრაინის აეროპორტები შესაძლოა 2025 წელს გაიხსნას .

ამასთან, უკრაინა აქტიურად მართავს მოლაპარაკებებს აშშ-სა და ევროკავშირის მარეგულირებლებთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენის საკითხზე და ასევე კონსულტაციებს გადის ისრაელის სამოქალაქო ავიაციის სამსახურთან. ლვოვის საერთაშორისო აეროპორტი სწავლობს ფრენების აღდგენის შესაძლებლობას საომარი მდგომარეობის პირობებში უსაფრთხოების დაცვით.

დაეგეგმეთ მოგზაურობა ყველაზე მარტივად Avia.ge-სთან ერთად! დაგვირეკეთ: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაბილეთები 25%-იანი ფასდაკლებით – AZAL-ის სპეციალური შეთავაზება!
შემდეგი სტატიაWizz Air -ის განსაკუთრებული 15%-იან ფასდაკლება შერჩეულ ფრენებზე
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted