ცნობილი გახდა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია, Air Arabia Abu Dhabi თბილისიდან აბუ დაბის მიმართულებით ფრენებს განაახლებს.
ავიაკომპანია 16 ივნისიდან აბუ დაბი თბილისი თბილისი აბუ დაბი -ს საჰაერო ხაზზე ოპერირებას კვირაში 3 სიხშირით განაგრძობს.
Air Arabia Abu Dhabi არაბული ავიაკომპანიების Etihad Airways-ისა და Air Arabia-ს მიერ 2019 წელს შექმნილი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელმაც ავიარეისების შესრულება 2020 წლიდან დაიწყო.
თბილისის აეროპორტში ოპერირება ავიაკომპანიამ 2021 წლის ივლისში დაიწყო.