არაბთა გაერთიანებული საემიროების ქალაქი აბუ-დაბი მსოფლიოს უდიდესი ქალაქების სიაში შედის და მეტროპოლისის სახელიც მინიჭებული აქვს. თავის ქვეყანაში ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური და კულტურული ცენტრია და ყოველწლიურად მოგზაურების საკმაოდ დიდი რაოდენობაც სტუმრობს.

ავიაბილეთები აბუ-დაბის მიმართულებით თქვენ ცათამბჯენებისა და თანამედროვე შენობების ქალაქში გამოგზაურებთ. აქ შესაძლებელია ყველაზე მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი მოგზაურობა მოიწყოთ, რადგან ამ ერთ ქალაქში თქვენ ნახავთ ყველაფერს, რასაც ადამიანში ინტერესისა და აღფრთოვანების გამოწვევა შეუძლია.

ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობები, კუნძულები, უდაბნოები, იუნესკოს მიერ დაცული ოაზისები, აქტიური ღამის ცხოვრება, შოპინგი – ეს ყველაფერია, რაც აბუ-დაბის შეუძლია თავის სტუმრებს შესთავაზოს. სწორედ ამიტომ, წარმოუდგენელია ამ ქალაქში მოხვდეთ და დაუვიწყარი დღეები არ გაატაროთ. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი და სასიამოვნო კი აბუ-დაბის ზოოპარკში ჟირაფებთან საუზმობა იქნება, რისი გაკეთების შესაძლებლობა ნებისმიერ ვიზიტორს აქვს.

განსაკუთრებით სასიხარულო და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მალე ასეთ საოცარ ქალაქში საქართველოს მოქალაქეებს პირდაპირი რეისით მოხვედრა შეეძლებათ. ავიაბილეთებს აბუ დაბის მიმართულებით 2020 წლის მარტიდან არაბთა გაერთიანებული საემიროების ერთ-ერთი წამყავნი ავიაკომპანია Etihad Airways-ი შემოგვთავაზებს.

თუმცა, აბუ-დაბიში გაზაფხულამდეც შეძლებთ მოხვედრას ტრანზიტული რეისებით, რომლებსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სხვადასხვა ავიაკომპანიები ასრულებენ. ყველაზე კომფორტულ და ოპტიმალურ ვარიანტს Gulf Air-ი გვთავაზობს, რომელიც თბილისიდან ბაჰრეინის საერთაშორისო აეროპორტში გადაჯდომით ასრულებს ფრენას აბუ-დაბის მიმართულებით.

მთლიანი ფრენის ხანგრძლივობა 6სთ-დან 11სთ-მდეა, დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ რეისს შეარჩევთ, ხოლო ორმხრივი ავიაბილეთის შეძენა 850-დან 1000 ლარის ფარგლებში შეგიძლიათ.

თბილისი აბუ-დაბი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
23 ივნისი 202630 ივნისი 2026პირდაპირიAir Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 911 -დან
1 ივლისი 20269 ივლისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 055 -დან
19 აგვისტო 202620 აგვისტო 2026პირდაპირიAir Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 1 147 -დან
12 სექტემბერი 202616 სექტემბერი 20262 ᲒაჩერებაGulf Airავიაბილეთები 983 -დან
2 ნოემბერი 20266 ნოემბერი 2026პირდაპირიAir Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 997 -დან
2 დეკემბერი 20267 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 356 -დან
10 თებერვალი 202712 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 355 -დან

საკმაოდ კარგ ვარიანტებს გვთავაზობს Turkish Airlines Georgia-ი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბოლის ახალი აეროპორტში ტრანზიტით მოგახვედრებთ აბუ-დაბიში, ორი გზის ავიაბილეთს კი 1000-დან 1200 ლარის ფარგლებში შემოგთავაზებთ.

ავიაბილეთები აბუ დაბის მიმართულებით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდანაც შეგიძლიათ შეიძინოთ. ტრანზიტულ რეისებს ისევ Turkish Airlines-ი ასრულებს, რომლის ორხმრივ ავიაბილეთს 1300-დან 1500 ლარის ფარგლებში შეიძენთ და საკმაოდ კომფორტულ მგზავრობას და მაღალი ხარისხის სერვისს მიიღებთ.

აბუ-დაბიში გასამგზავრებლად თქვენთვის სასურველი ვარიანტის შერჩევაში AVIA.GE-ის ვებსაიტი და მობილური აპლიკაცია დაგეხმარებათ, სადაც მარტივად და კომფორტულად შეძლებთ ავიაბილეთების მოძებნას და მათ საუკეთესო ფასად შეძენას.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიეარ ასტანა , ავიაკომპანია
შემდეგი სტატიაავსტრალიის ვიზა / avstraliis viza
0 0 votes
შეაფასე სტატია
3 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted