არაბთა გაერთიანებული საემიროებს ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია Etihad Airways-ი 2003 წელს დაარსდა და უკვე 16 წელია საკმაოდ დიდი წარმატებით ოპერირებს როგორც თავისი ქვეყნის, ისე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

Etihad Airways -ის მთავარი ბაზა აბუ-დაბის საერთაშორისო აეროპორტშია, ხოლო მთავარი ოფისი ხალიფა სითიში მდებარეობს. მაღალი ხარისხის მომსახურებისა და მუდმივად გაუმჯობესებაზე ზრუნვის გამო, ეტიჰადის ავიახაზები ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ავიაკომპანიად ითვლება.

Etihad Airways-ი როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო საჰაერო ავიამიმოსვლასაც ასრულებს. კვირაში დაახლოებით 1000 რეისს ახორციელებს და იმ ავიაკომპანიების მცირე ჩამონათვალში შედის, რომლებსაც ყველა კონტინენტზე აქვთ ფრენები, მიმართულებების რაოდენობა კი 81-მდე აღწევს.

რაც შეეხება საჰაერო ფლოტს, ის 117 ხომალდისგან შედგება, რომლებშიც Airbus-ის და Boeing-ის ტიპის თვითმფრინავები შედის. ავიაკომპანიას რომ საკმაოდ მოდერნიზებული და ხარისხიანად აღჭურვილი თვითმფრინავები ჰყავს, ამაზე გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაც მეტყველებს. 2018 წლისთვის ეტიჰადის ავიახაზები 14.8 მილიონ მგზავრს მოემსახურა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ასეთი წარმატებული ავიაკომპანია მალე საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოვა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაიწყებს ოპერირებას.

2020 წლის მარტიდან Etihad Airways-ი აბუ-დაბი – თბილისი -აბუ-დაბის მიმართულებით იწყებს პირდაპირი ფრენების შესრულებას და საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს კიდევ ერთი ახალი მიმართულებით შეძლონ კომფრტული მგზავრობა და ხარისხიანი სერვისის მიღება.

თბილისი აბუდაბი

გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიგადაჯდომებიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
28 ოქტომბერი 20261 ნოემბერი 2026პირდაპირიAir Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 908 -დან
5 ნოემბერი 20269 ნოემბერი 2026პირდაპირიAir Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 901 -დან
2 დეკემბერი 202610 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაJazeera Airwaysავიაბილეთები 938 -დან
14 იანვარი 202718 იანვარი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 845 -დან
2 თებერვალი 202710 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 884 -დან
10 მარტი 202717 მარტი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 941 -დან
20 აპრილი 202725 აპრილი 20271 ᲒაჩერებაJazeera Airwaysავიაბილეთები 1 002 -დან
18 მაისი 202721 მაისი 20271 ᲒაჩერებაJazeera Airwaysავიაბილეთები 1 157 -დან
1 ივლისი 20277 ივლისი 20271 ᲒაჩერებაJazeera Airwaysავიაბილეთები 1 020 -დან
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიტურისტული ვიზები / turistuli vizebi
შემდეგი სტატიაავიაკომპანიების ზამთრის სანავიგაციო სეზონის განრიგი
0 0 votes
შეაფასე სტატია
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted
სამი ახალი ავიაკომპანია საქართველოში
10 months ago

[…] ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, Etihad Airways-ი ფრენებს აბუ-დაბი – თბილისი […]