Air Arabia შუა აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ ამერიკის ავია სივრცეში ყველაზე მასშტაბური დაბალფასიანი ავია ხაზების სახელწოდებაა. ეს ცნობილი კომპანია 155 ლოკაციის მიმართულებით ახორციელებს ფრენებს აზიის, აფრიკის, ევროპისა და შუა აღმოსავლეთის სფეროში.

თვითმფრინავის ბორდზე ეარარაბიას წარმომადგენლები მგზავრებს უამრავ გასართობს სთავაზობენ. მათი რეისებით სარგებლობისას თქვენ შეგიძლიათ უყუროთ ფილმებს, სპორტულ გადაცემებსა და უამრავ სხვა გასართობ შოუს. ასევე ბორტზე მოგემსახურებათ Air Arabia–ს Sky Cafe, რომლის მომსახურეობით სარგებლობის შემთხვევაშიც მსოფლიოს უამრავი სამზარეულოს ფავორიტი კერძების დაგემოვნებას შეძლებთ.

მართლაც წარმატებული ავია კომპანიის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, მათი ავია ფლოტი მხოლოდ ერთი ტიპის ტრანსპორტისგან შედგება. Air Arabia უკვე დიდი ხანია წარმატებით იყენებს Airbus A320 მოდელის თვითმფრინავებს. აღნიშნული ტრანსპორტი მსოფლიოს ყველაზე მეტად გაყიდვადი თვითმფრინავის მოდელია და აღიარებულია ერთ–ერთ საუკეთესო ავია ტრანსპორტად.

ეარ არაბია ამჟამად 53 ახალ Airbus A320–ს მფლობს და წარმატებით ახორციელებს მათ ფრენებს მსოფლიოს გარშემო. ავია კომპანიის მთავარი საჰაერო ბაზა Sharjah–ს საერთაშორისო აეროპორტში მდებარეობს. ასევე, მათ ბაზა აქვთ Ras Al Khaimah–ის საერთაშორისო აეროპორტში და ისეთ ფოკუსირებად ქალაქებში, როგორიცაა ალექსანდრია და კასაბლანკა.

Air Arabia 2003 წელს დაარსდა და აღნიშნული წლის 23 ოქტომბერს შეასრულა პირველი ფრენა. ამ მომენტიდან იგი შუა აღმოსავლეთის პირველი დაბალფასიანი ავია კომპანია გახდა. კომპანიის სათაო ოფისი დაარსების დღიდან Sharjah–ის აეროპორტის ცენტრალურ შენობაში მდებარეობს, დუბაის ცენტრიდან 15 კილომეტრის დაშორებით.

თბილისი შარდჟა

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
19 ოქტომბერი 202331 ოქტომბერი 2023Air Arabiaავიაბილეთები 1 160 -დან
5 ნოემბერი 202313 ნოემბერი 2023Air Arabiaავიაბილეთები 1 176 -დან
6 დეკემბერი 20239 დეკემბერი 2023Air Arabiaავიაბილეთები 1 181 -დან

ცნობილ ავია კომპანიას საკმაოდ ხშირად აქვს საინტერესო და სასარგებლო აქციები ტურისტებისათვის. თუკი Air Arabia–ს მომსახურებით სარგებლობა და ფულის დაზოგვა ერთდროულად გსურთ, შეგიძლიათ ამისათვის Avia.Ge–ს სერვისები გამოიყენოთ. მოხერხებული ვებგვერდის მარტივი საძიებო სისტემა იაფ ავია ბილეთებს სულ რამდენიმე წუთში გაპოვნინებთ. Avia.Ge–ს საძიებო სისტემას 70–ზე მეტი ავიაკომპანიის ბაზებზე აქვს წვდომა და ამის წყალობით, სახლიდან გაუსვლელად ინტერნეტის წყალობით მოგაწვდით ყველა საჭირო ინფორმაციას.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშირომელ ქვეყნებში შეგვიძლია უვიზოდ მიმოსვლა
შემდეგი სტატიაგაზაფხულზე აუცილებლად სანახავი ქალაქები
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
2 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments
ახალი მიმართულება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან
11 months ago

[…] ინტერესების ფონდისა და ავიაკომპანია Air Arabia Group -ის ერთობლივი […]

Air Arabia შარჯადან ბათუმის მიმართულებით იწყებს ფრენას
10 months ago

[…] ავიაკომპანია Air Arabia შარჯა-ბათუმი-შარჯას საჰაერო ხაზზე […]