რუსულ ავიაკომპანია Red Wings -სს ამ ეტაპზე საქართველო-რუსეთის მიმართულებით ფრენების დაწყება არ შეუძლია. როგორც რუსული გამოცემა „იზვესტია“ წერს, ავიაკომპანიას რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროსგან ნებართვა ჯერ არ მიუღია.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ კომპანიას ქართულმა მხარემ ქუთაისი-მოსკოვისა და თბილისი-სოჭის მიმართულებებთან ერთად, უფლება მისცა, რომ თბილისის მიმართულებით მოსკოვის ჟუკოვსკის აეროპორტიდანაც იფრინოს. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ქართულ მხარეს ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია. პირველი რეისი 16 ივნისს იყო დაგეგმილი.

ცნობისთვის, საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირ რეისებს რუსული კომპანია “Azimuth Airlines” და Georgian Airways -ი ახორციელებს.

თბილისი მოსკოვი

Departure atReturn atAirlineFind tickets
22 September 202627 September 2026Red Wingsავიაბილეთები 755 -დან
1 October 202613 October 2026Red Wingsავიაბილეთები 780 -დან
27 November 202629 November 2026Red Wingsავიაბილეთები 591 -დან

„რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროსგან ველოდებით თანხმობას. ჩვენ ყველაფერი წესრიგში გვაქვს, ქართული მხარე დაგვთანხმდა. ფრენების არ დაწყება ჩვენთვის მტკივნეული საკითხია, რადგან სეზონი მოდის“, – განაცხადა წყარომ გამოცემასთან.

მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით იაფი ავიაბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშირომელი ავიაკომპანია დასახელდა ევროპის საუკეთესო ავიაკომპანიად 2023 წელს?
შემდეგი სტატიათბილისის და ქუთაისის აეროპორტებიდან ფრენას Red Wings იწყებს
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted