თურქული სამოქალაქო ავიაციის ფლაგმანი – Turkish Airlines -ი ევროპაში საუკეთესო ავიაკომპანიად ბრიტანული საკონსულტაციო სააგენტო Skytrax-ის მიხედვით აღიარეს.

გარდა ამისა, თურქეთის ავიახაზებმა ჯილდოები შემდეგ კატეგორიებშიც მიიღო: “საუკეთესო სერვისი ეკონომიკის კლასში”, “საუკეთესო სერვისი ბიზნეს კლასში”, “საუკეთესო ადგილი ეკონომიურ კლასში” და “საუკეთესო ავიაკომპანია სამხრეთ ევროპაში”.

2022-2023 წლების გამოკითხვაში მონაწილეობა მსოფლიოს მასშტაბით 100-ზე მეტმა ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო. გამოკითხვაში სულ 325 ავიაკომპანია მონაწილეობდა.

კითხვარები წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ენაზე – ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ, ესპანურ, იაპონურ და ჩინურ ენებზე. მთლიანობაში კი 20,230 მილიონი პასუხი დამუშავდა.

 

THY-ის დირექტორთა საბჭოსა და აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის ბილალ ეკშის განმარტებით, THY-მა აღნიშნული ჯილდო უკვე მერვედ მიიღო.

“ეს ჯილდო აძლიერებს ჩვენს ლიდერის პოზიციას ინდუსტრიაში. მოხარული ვართ, რომ Skytrax-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვით საუკეთესო ავიაკომპანიად დავსახელდით სამხრეთ ევროპაში. ჩვენ გავაგრძელებთ მომსახურების გაუმჯობესებას ყველა სფეროში დ ჩვენს მგზავრებს გაუმჯობესებული სერვისებით მოვემსახურებით“,- განაცხადა მან.

შეიძინეთ ავიაბილეთები ნებისმიერი მიმართლებით ყველაზე იაფად, დაგვირეკეთ: 551 907 907 

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშითბილისიდან ლარნაკას მიმართულებით Cyprus Airways -ი პირდაპირ ფრენებს იწყებს
შემდეგი სტატიაRed Wings-ი საქართველო-რუსეთს შორის ფრენებს ვერ განახორციელებს
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments