გასულ კვირას ცნობილი გახდა რომ რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი საქართველო რუსეთს შორის ფრენებს ვერ განახორციელებდა, რადგან რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროსგან არ ჰქონდა შესაბამისი ნებართვა, თუმცა ქართული მხარე მზად იყო რეისები 16 ივნისიდან დაწყებულიყო.
ავიაკომპანია რუსეთის მიმართულებით ფრენას თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან იწყებს და რეისებს თბილისი–სოჭის და ქუთაისი-მოსკოვის მიმართულებით განაახორციელებს. კომპანიამ ვებ-გვერდზე უკვე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ქუთაისი-მოსკოვის რეისი 10 ივლისიდან აიღებს სტარტს.
Red Wings-ის ცნობით, ფრენის ხანგრძლივობა 3 საათასა და 40 წუთს შეადგენს და ის 100 ადგილიანი ლაინერებით SSJ100 -ით შესრულდება. ბილეთები შეძენა კი უკვე შესაძლებელია.
როგორც უკვე ავღნიშნეთ, ავიკომპანია ფრენას თბილისი-სოჭი-თბილისის მიმართულებითაც აპირებს. ამ მიმართულებაზე პირველი რეისი 11 ივლისს შესრულდება.
თბილისი სოჭი
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
9 დეკემბერი 2024 | 16 დეკემბერი 2024 | ავიაბილეთები 270 -დან | |
1 იანვარი 2025 | 31 იანვარი 2025 | ავიაბილეთები 240 -დან | |
2 თებერვალი 2025 | 3 თებერვალი 2025 | ავიაბილეთები 254 -დან |
მიმდინარე წლის 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან საქართველოსთან გაუქმებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას გულისხმობს.
ამ დროისათვის თბილისი-მოსკოვის რეისზე ფრენების შესრულების ნებართვა 2 რუსულ და 1 ქართულ ავიაკომპანიას აქვს. Georgian Airways თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ფრენებს 20 მაისიდან ასრულებს. ფრენებს ასრულებს რუსული Azimuth Airlines -იც.