პასპორტი რომ მოგზაურობის განუყოფელი ნაწილი და ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტია, ეს ყველასთვის კარგად არის ცნობილი, თუმცა როგორ განსხვავდებიან ისინი გავლენისა და სტატუსის მიხედვით, ალბათ ყველასთვის საინტერესოა.

ყოველწლიურად, Hanley & Partners -ის მიერ ქვეყნდება სტატისტიკა, თუ რომელი ქვეყნის პასპორტმა მოიპოვა წლის განმავლობაში ყველაზე მეტ ქვეყანაში უვიზოდ მიმოსვლის და ვიზის ჩასვლისას აღების უფლება.

ასეთი პასპორტების მფლობელებისთვის მოგზაურობა ბევრად მარტივია, რადგან მათ არ ესაჭიროებათ ვიზა და მკაცრი საპასპორტო კონტროლის გავლა რომელიმე ქვეყნის სტუმრობისას, ამიტომ ისინი ყველაზე სასურველ პასპორტებადაც ითვლებიან.

Hanley Passport Index -ის 2019 წლის სიის სათავეში იაპონია და სინგაპური მოხვდნენ. მათ უვიზოდ მიმოსვლის ან ვიზის ჩასვლისას აღების უფლება 190 ქვეყანაში აქვთ. ჩამონთვალი კი შემდეგნაირად გრძელდება :

  • ფინეთი, გერმანია, სამხრეთ კორეა (188 მიმართულება).
  • დანია, იტალია, ლუქსემბრუგი (187 მიმართულება).
  • საფრანგეთი, ესპანეთი, შვედეთი (186 მიმართულება).
  • ავსტრია, ჰოლანდია, პორტუგალია (185 მიმართულება)
  • ბელგია, კანადა, საბერძნეთი, ირლანდია, ნორვეგია, გაერთიანებული სამეფო, ამერიკის შეერთებული შტატები, შვეიცარია (184 მიმართულება).
  • მალტა, ჩეხეთის რესპუბლიკა (183 მიმართულება).
  • ახალი ზელანდია (182 მიმართულება).
  • ავსტრალია, ლიტვა, სლოვაკეთი (181 მიმართულება).
  • უნგრეთი, ისლანდია, ლატვია, სლოვენია (180 მიმართულება).

ამ 32 ქვეყნის პასპორტს მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე დიდი ძალა აქვს. ჩამონათვალს კი გავაგრძელებთ იმ ქვეყნებით, რომლებიც სიის ბოლოში მოხვდნენ და მათ პასპორტებს ყველაზე ნაკლები გავლენა გააჩნიათ.

  • ლიბანი, ჩრდილოეთ კორეა (39 მიმართულება).
  • ნეპალი (38 მიმართულება).
  • ლიბია, პალესტინის ტერიტორია, სუდანი (37 მიმართულება).
  • იემენი (33 მიმართულება).
  • სომალი, პაკისტანი (31 მიმართულება).
  • სირია (29 მიმართულება).
  • ირანი (27 მიმართულება).
  • ავღანეთი (25 მიმართულება).

რაც შეეხება საქართველოს, უვიზო მიმოსვლა ან ჩასვლისას ვიზის აღების უფლება 113 ქვეყანასთან აქვს და Hanley Passport Index-ის რეიტინგში 52-ე ადგილს იკავებს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ქვეყანასთან მიდის მოლაპარაკებები უვიზოდ მიმოსვლის შესახებ, ამიტომ ქართული პასპორტის დაწინაურების მომავალი წლის სტატისტიკაში უნდა ველოდოთ.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაბილეთები ფლორენციის მიმართულებით
შემდეგი სტატიაგასა / GASA Georgian Avia Service Agency
5 1 vote
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments