ერთ-ერთი ყველაზე ეგზოტიკური და მრავალფეროვანი ქვეყანა ავსტრალია ნებისმიერი მოგზაურის საოცნებო მიმართულებაა, რადგან წარმოუდგენელია ამ ქვეყნის შესახებ მცირე ინფორმაციას გაეცნო და მისი ნახვის სურვილი არ გაგიჩნდეს.
ავიაბილეთები ავსტრალიის მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე, დინამიურ და ძლიერ ქვეყანაში გამოგზაურებთ. მისი ულამაზესი სანაპიროები, ბუნება, ფლორა და ფაუნა თქვენ დაუვიწყარ დღეებს გაჩუქებთ, ხოლო სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები და მოდერნისტული შენობები თქვენ საოცარ შთაბეჭდილებებს შეგიქმნით.
ავსტრალიის ხსენებისას უმრავლესობას თვალწინ წარმოუდგება ულამაზესი და საუცხოო შენობა, რომელიც სიდნეის ოპერის სახლს წარმოადგენს. მისი ნახვა ავსტრალიის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ქალაქში სიდნეიშია შესაძლებელი, რომელიც სხვა დაუვიყწარ სანახაობებს და აქტივობებს სთავაზობს თავის ვიზიტორებს.
ცნობილი ბონდის სანაპირო, ულამაზესი ნავსადგურები, ზოოპარკი, სადაც ნახავთ ისეთ ცხოველებს, როგორებიცაა : კოალა, კენგურუ, ვომბატი, ჟირაფი და ა.შ. – ეს ყველაფერია, რისი ნახვის საშუალებასაც ავსტრალიის ავიაბილეთები მოგცემთ.
ავსტრალიის მიმართულებით გამგზავრება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეგიძლიათ. თბილისი ავსტრალია -ს ავიაბილეთებს, კერძოდ სიდნეის მიმართულებით ავიაბილეთებს ყველაზე მისაღებ ფასებს Qatar Airways-ი გვთავაზობს. სიდნეის მიმართულებით ორმხრივი ავიაბილეთის შეძენას 3500-4300 ლარის ფარგლებში შეძლებთ.
საკმაოდ მაღალი ხარისხის მომსახურებას მიიღებთ თუ თბილისიდან სიდნეის მიმართულებით ემირატებით იმგზავრებთ. ორი გზის ავიაბილეთს ეს ავიაკომპანია 4000-დან 4500 ლარის ფარგლებში შემოგთავაზებთ და დუბაიში ტრანზიტით ჩაგიყვანთ თქვენს საოცნებო ქალაქში.
თბილისი სიდნეი
გამგზავრება | დაბრუნება | გაჩერება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
6 ნოემბერი 2024 | 20 ნოემბერი 2024 | 2 Გაჩერება | ავიაბილეთები 2 928 -დან | |
26 იანვარი 2025 | 5 თებერვალი 2025 | 2 Გაჩერება | ავიაბილეთები 4 024 -დან | |
7 თებერვალი 2025 | 28 თებერვალი 2025 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 3 621 -დან | |
7 მაისი 2025 | 19 მაისი 2025 | 2 Გაჩერება | ავიაბილეთები 3 349 -დან | |
6 სექტემბერი 2025 | 13 სექტემბერი 2025 | 2 Გაჩერება | ავიაბილეთები 3 854 -დან |
ავსტრალიის კიდევ ერთი გამორჩეული ქალაქი მელბურნი ნამდვილი კულტურული ცენტრია. ვიქტორიანული ეპოქის არქიტექტურა, მუზეუმები, გალერეები, თეატრები ამ ქალაქის მთავარი ხიბლია. მელბურნის ავიაბილეთებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ისევ Qatar Airways-ი გვთავაზობს, მისი ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულება კი 4000-4500 ლარის ფარგლებშია.
თბილისი მელბურნი
გამგზავრება | დაბრუნება | გაჩერება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
30 დეკემბერი 2024 | 15 იანვარი 2025 | 3 Გაჩერება | ავიაბილეთები 3 606 -დან | |
10 თებერვალი 2025 | 21 თებერვალი 2025 | 2 Გაჩერება | ავიაბილეთები 3 150 -დან |
შედარებით მისაღებ ფასს გვთავაზობს Turkish Airlines-ი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან. ბათუმი ავსტრალია -ს მიმართუელბით ავიაკომპანია ჯერ სტამბოლის ახალ აეროპორტში, ხოლო შემდეგ მალაიზიაში, კუალა ლუმპურის საერთაშორისო აეროპორტში გადაჯდომით ჩაგიყვანთ მელბურნში, ორი გზის ავიაბილეთს კი 2800-3500 ლარად შეიძენთ.
საოცარი ბუნებით გარშემორტყმული დედაქალაქი კანბერა კი დასვენებისთვის და მშვიდი მოგზაურობისთვის საუკეთესო ადგილია. ულამაზესი პარკები, ბაღები და სხვადასხვა რეკრეაციული ზონები თქვენ რელაქსაციის საშუალებას მოგცემთ და საკმაოდ მოხიბლულსაც დაგტოვებთ.
ასეთი მოგზაურობის მოწყობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან Qatar Airways-ი დაგეხმარებათ, რომელიც დოჰაში გადაჯდომით გაგამგზავრებთ კანბერაში და ორი გზის ავიაბილეთს 4200-4600 ლარის ფარგლებში შეიძენთ.
რაც შეეხება ქუთაისის აეროპორტს, ქუთაისი ავსტრალია -ს მიმართულებით ტრანზიტულ რეისებს, მხოლოდ ერთი გადაჯდომით, ააწყობთ შემდეგნაირად: ქუთაისიდან ავიაკომპანია wizz air -ით გაემგზავრებით აბი-დაბის საერთაშორისო აეროპორტში, იქედან კი Etihad Airways -ის რეისით პირდაპირ მელბურნის – ტულამარინის აეროპორტში მოხვდებით.
ავიაბილეთები ავსტრალიის მიმართულებით შეგიძლიათ შეარჩიოთ AVIA.GE-ის ვებსაიტზე ან მობილურ აპლიკაციაში, ხოლო უფრო მეტი კომფორტისთვის დაგვიკავშირდით და მიიღეთ ჩვენგან ინდივიდუალური შემოთავაზება.