უნგრეთი ცენტრალური ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქვეყანაა და მოგზაურებშიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. წარმოუდგენელია მის ისტორიას და კულტურას მცირედით მაინც გაეცნო და ამ ქვეყანაში მოგზაურობის სურვილი არ გაგიჩნდეს.

ავიაბილეთები უნგრეთის მიმართულებით აღმოგაჩენინებთ ღირსშესანიშნაობებითა და სხვადასხვა აქტივობებით მდიდარ და მრავალფეროვან ქვეყანას, რომლის ერთი ვიზიტით ბოლომდე გაცნობა ნამდვილად შეუძლებელი იქნება. გარდა ამისა, უნგრეთი ულამაზესი ბუნებითაც გამოირჩევა, რაშიც დარწმუნდებით ცენტრალური ევროპის ყველაზე დიდი ტბის – ბალატონის მონახულების შემდეგ.

უნგრეთში მოხვედრა და მისი ულამაზესი ქალაქების მონახულება შესაძლებელია როგორც თბილისის, ასევე ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტებიდანაც. ავიაბილეთებს უნგრეთის მიმართულებით თბილისის აეროპორტიდან საკმაოდ ბევრი ავიაკომპანია გვთავაზობს.

ერთ-ერთ ქალაქში, დებრეცენში მოხვედრა Lufthansa-ს ავიახაზებით არის შესაძლებელი, რომელიც ჯერ მიუნხენში ჩაგიყვანთ, შემდეგ კი პირდაპირ დებრესენში ჩაფრინდება. ორი გზის ავიაბილეთის შეძენას 800-დან 1000 ლარის ფარგლებში შეძლებთ და საკმაოდ მაღალი ხარისხის მომსახურებას მიიღებთ.

რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, ავიაკომპანია ვიზეარი საკმაოდ დაბალბიუჯეტურ ფრენებს გვთავაზობს დებრეცენში. ქუთაისიდან ეინდჰოვენში ან მილანში გადაჯდომით თქვენ ორი გზის ავიაბილეთს 250-300 ლარის ფარგლებში შეიძენთ და საკმაოდ დაბალ ფასად დაუვიწყარ მოზაგურობას მოიწყობთ.

უნგრეთის ქალაქებს შორის მისი დედაქალაქი ბუდაპეშტი ყველაზე ცნობილია და ტურისტების უმეტესობაც სწორედ ამ ქალაქს სტუმრობს.

მდინარე დანუბიზე გაშენებული ქალაქი მის ნებისმიერ მნახველს საკმაოდ საინტერესო მოგზაურობას მოუწყობს და დაუვიწყარ დღეებს აჩუქებს. რაც ყველაზე მთავარია, ბუდაპეშტში მოხვედრა საქართველოს სამივე აეროპორტიდან არის შესაძლებელი და ავიაბილეთების არჩევანიც საკმაოდ დიდია.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Wizz Air ბუდაპეშტის მიმართულებით პირდაპირ რეისებს ასრულებს, რომლის ხანგრძლივობა 3 საათი და 15 წუთია, ხოლო რაც ყველაზე მთავარია, ორი გზის ავიაბილეთს 230 ლარადაც კი შეიძენთ.

ქუთაისი ბუდაპეშტი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
24 ივლისი 202628 ივლისი 2026Wizz Airავიაბილეთები 520 -დან
14 აგვისტო 202618 აგვისტო 2026Wizz Airავიაბილეთები 576 -დან
6 სექტემბერი 20268 სექტემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 438 -დან
23 ოქტომბერი 202629 ოქტომბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 369 -დან

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ტრანზიტულ ფრენას რამდენიმე ავიაკომპანია გვთავაზობს. ყველაზე დაბალბიუჯეტურ ფრენას პეგასუს ჯორჯია გვთავაზობს, რომლის ორი გზის ავიაბილეთის ღირებულება 500-დან 650 ლარის ფარგლებში მერყეობს. შემდეგ მოდის პოლონური ავიაკომპანია LOT და უკრაინული ავიაკომპანია UIA, რომლებიც ორმხრივ ავიაბილეთს 700-დან 900 ლარის ფარგლებში შემოგვთავაზებენ.

კომფორტითა და მაღალი სერვისით განთქმული ავიაკომპანიები Lufthansa და თურქიშ ეარლაინი ავიაბილეთებს ბუდაპეშტის მიმართულებით 900-1000 ლარის ფარგლებში გვთავაზობს. Turkish Airlines-ი ასევე, ბათუმის აეროპორტიდანაც ასრულებს ფრენებს ბუდაპეშტის მიმართულებით, რომლის ორი გზის ავიაბილეთის ღირებულება 1000-დან 1200 ლარამდეა.

თბილისი ბუდაპეშტი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
26 ივლისი 20268 აგვისტო 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 965 -დან
29 აგვისტო 20265 სექტემბერი 20262 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 631 -დან
30 სექტემბერი 20266 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაNorwegian Air Swedenავიაბილეთები 623 -დან
6 ოქტომბერი 202613 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაDan Airავიაბილეთები 664 -დან
3 ნოემბერი 20266 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაeasyJetავიაბილეთები 680 -დან
4 დეკემბერი 202614 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 755 -დან
26 იანვარი 202728 იანვარი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 585 -დან
1 თებერვალი 20277 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 656 -დან
26 მარტი 202731 მარტი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 610 -დან
17 აპრილი 202722 აპრილი 20271 ᲒაჩერებაAustrian Airlinesავიაბილეთები 663 -დან
4 ივნისი 202710 ივნისი 20271 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 947 -დან

უნგრეთის მიმართულებით ავიაბილეთების საკმაოდ დიდი არჩევანი AVIA.GE-ის ვებსაიტზე ან აპლიკაცია შეგიძლიათ ნახოთ და შეარჩიოთ თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი საუკეთესო ფასად. ხოლო, უფრო მეტი კომფორტისთვის, დაგვიკავშირდით და მიიღეთ ჩვენგან ინდივიდუალური შემოთავაზება.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიფასდაკლება ავიაკომპანია Air Baltic-სგან
შემდეგი სტატიარაინეარის პირველი რეისი
0 0 votes
შეაფასე სტატია
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted