იტალიის ზღაპრულ ქალაქებს შორის რთულია რომელიმე მათგანი სილამაზით გამოარჩიო, თუმცა ხელოვნიბისა და კულტურული ძეგლების მხრივ, ფლორენცია ნამდვილად იკავებს საპატიო ადგილს თავის ქვეყანაში.

თუ რენესანსულ ეპოქაში მოგზაურობა გსურთ, მაშინ ავიაბილეთები ფლორენციის მიმართულებით დაუყოვნებლივ უნდა შეიძინოთ. რენესენსული ხელოვნებისა და არქიტექტურის  შედევრები სწორედ ამ ქალაქის ქუჩებში და მუზეუმებშია თავმოყრილი. მიქელანჯელოს „დავითი“ , ბოტიჩელის „ვენერას დაბადება“ , და ვინჩის „ ხარება“ , ეს სწორედ ის ჩამონათვალია, რაც ამ ქალაქს განსაკუთრებით საინტერესოს და სასურველს ხდის მოგზაურობის მოყვარულთათვის.

გარდა ღირსშესანიშნაობებისა და მონუმენტებისა, ფლორენციის ულამაზეს ქუჩებში გასეირნებაც კი დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს შეგიქმნით, ხოლო პონტე ვეჩიოს ხიდზე მოხვედრის შემდეგ, ეს ქალაქი თქვენი საუკეთესო მოგზაურობების სიაში მოწინავე ადგილს ნამდვილად დაიკავებს.

ავიაბილეთები ფლორენციის მიმართულებით ქუთაისის აეროპორტიდან შეგიძლიათ საკმაოდ ბიუჯეტურ ფასად შეიძინოთ. მართალია, პირდაპირი რეისები ჯერჯერობით არ სრულდება, თუმცა ევროპის რომელიმე ქალაქამდე, მაგალითად ვენამდე, ავიაკომპანია Wizz Air-ით იმგზავრებთ, შემდეგ კი ვენიდან ესპანური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Vueling-ი პირდაპირი რეისით ჩაგაფრენთ ფლორენციაში.

რაც მთავარია, ასეთი რეისის ორი გზის ავიაბილეთი 500-დან 650 ლარის ფარგლებში შეგიძლიათ შეიძინოთ.

რაც შეეხება თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, ამ შემთხვევაში უფრო ფართო არჩევანი გაქვთ.  საკმაოდ კომფორტულ მგზავრობას და ხარისხიან მომსახურებას შემოგთავაზებთ ჰოლანდიური ავიაკომპანია KLM-ი, რომელიც თბილისიდან ჯერ ამსტერდამში, შემდეგ კი ფლორენციაში ჩაგიყვანთ და თქვენი ბიუჯეტი ორი გზის ავიაბილეთის შეძენისას 850 ლარს არ გადააჭარბებს.

ავიაკომპანია Lufthansa კი, რომელიც თავისი მომსახურეობის მაღალი ხარისხით მოწინავე ადგილს იკავებს, ორი გზის ავიაბილეთს 950-დან 1000 ლარის ფარგლებში გვთავაზობს.

თბილისი ფლორენცია

გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიგადაჯდომებიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
14 ნოემბერი 202617 ნოემბერი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 014 -დან
1 დეკემბერი 202610 დეკემბერი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 019 -დან
11 იანვარი 202717 იანვარი 20272 ᲒაჩერებაSky Express Greeceავიაბილეთები 961 -დან
1 აპრილი 20274 აპრილი 20271 ᲒაჩერებაAustrian Airlinesავიაბილეთები 805 -დან
2 მაისი 20278 მაისი 20272 ᲒაჩერებაAir Serbiaავიაბილეთები 1 312 -დან
6 ივლისი 202713 ივლისი 20272 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 125 -დან

კიდევ ბევრი ვარიანტის ნახვას შეძლებთ AVIA.GE-ის ვებსაიტზე და აპლიკაციაში, სადაც თქვენთვის საუკეთესო რეისს შეარჩევთ და საკმაოდ მისაღებ ფასად შეიძენთ ავიაბილეთებს ფლორენციის მიმართულებით .

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშირუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლა შესაძლოა აღდგეს
შემდეგი სტატიაყველაზე გავლენიანი პასპორტები
0 0 votes
შეაფასე სტატია
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted