საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება დაიწყო AUSTRIAN AIRLINES -მა. ავსტრიის ლიდერმა ავიაკომპანიამ ვენიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით პირველი პირდაპირი ფრენა გამთენიისას, სავსე ბორტით განახორციელა და საქართველოში 136 მგზავრი ჩამოიყვანა.

ახალი ევროპული ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ვენა თბილისი თბილისი ვენა ს საჰაერო ხაზზე კვირაში 3 სიხშირით შემოგვთავაზებს. რეისები Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავსტრიის ავიახაზებთან 2 წლიანი მოლაპარაკების პროცესი წარმატებით დაასრულა. ვენა არის ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულება, როგორც ტურისტული, ასევე საქმიანი ვიზიტებისთვის.

თბილისი ვენა

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
21 ივნისი 202628 ივნისი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 601 -დან
16 ივლისი 202619 ივლისი 2026Austrian Airlinesავიაბილეთები 1 522 -დან
20 აგვისტო 202627 აგვისტო 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 595 -დან
12 სექტემბერი 202613 სექტემბერი 2026Austrian Airlinesავიაბილეთები 1 944 -დან

 

თბილისი ვენა -ს საჰაერო ხაზზე პირდაპირ ავიამიმოსვლას ასევე ქართული ავიაკომპანია Georgian Airways -იც გვთავაზობს, რომელიც რეისებს კვირაში 3 სიხშირით ასრულებს.

Austrian Airlines 1957 წელს დაფუძნდა. ის Lufthansa Group-ის შვილობილი და Star Alliance-ის წევრი ავიაკომპანია, რომელიც ფრენებს ამ დროისათვის 55 ქვეყნის 130 მიმართულებით ასრულებს. მისი ფლოტი 70 საჰაერო ხომალდისგან შედგება, რომელთა უმეტესობა Airbus A320 ტიპის თვითმფრინავებია.

შეიძინეთ ავიაბილეთები ვენის მიმართულებით საუკეთესო ფასად. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.  

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიWIZZ AIR დღის ბოლომდე 20%-იან ფასდაკლებას აცხადებს
შემდეგი სტატიაAustrian Airlines -მა ვენა თბილისის მიმართულებით ფრენები დაიწყო
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted