რეგიონში მრავალთვიანი უმძიმესი სამხედრო კონფლიქტის შემდეგ, საავიაციო სექტორი ნელ-ნელა ჩვეულ რიტმს უბრუნდება. თბილისის აეროპორტიდან 27 თებერვლის შემდეგ შეჩერებული რეგულარული საჰაერო მიმოსვლა კატარის მიმართულებით ოფიციალურად განახლდა.

როგორც აეროპორტის მმართველ კომპანია “ტავ ჯორჯიაში” აცხადებენ, ყატარის ავიახაზებმა და კიდევ რამდენიმე მსხვილმა ავიაკომპანიამ დოჰას საჰაერო ხაზზე რეისების შესრულება უკვე დაიწყეს და ფრენები ყოველდღიურ რეჟიმში განხორციელდება.

Cheap Flights from Kutaisi

DestinationDeparture atReturn atFind tickets
Larnaca7 December 202618 December 2026ავიაბილეთები 129 -დან
Thessaloniki25 January 202731 January 2027ავიაბილეთები 151 -დან
Warsaw26 November 202630 November 2026ავიაბილეთები 156 -დან
Venice12 January 202719 January 2027ავიაბილეთები 197 -დან
Katowice26 December 20269 January 2027ავიაბილეთები 208 -დან
Vilnius9 December 202616 December 2026ავიაბილეთები 221 -დან
Milan7 December 202614 December 2026ავიაბილეთები 223 -დან
Poznan24 November 20261 December 2026ავიაბილეთები 224 -დან
Athens9 November 202613 November 2026ავიაბილეთები 234 -დან
Bratislava19 November 202621 November 2026ავიაბილეთები 241 -დან

რა ხდებოდა ცაზე და რატომ გაუქმდა რეისები?

მიმდინარე წლის თებერვალში ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაიძაბა, როდესაც ისრაელმა და აშშ-მა მასშტაბიანი იერიში მიიტანეს ირანზე. საჰაერო თავდასხმების დროს მოკლული იქნა არაერთი მაღალჩინოსანი სამხედრო და პოლიტიკური მეთაური, მათ შორის ქვეყნის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი.

საპასუხოდ, ირანმა დარტყმები მიაყენა ისრაელისა და ამერიკის სამხედრო ობიექტებს მეზობელ არაბულ ქვეყნებში. ვინაიდან რეგიონის საჰაერო სივრცე ომის ზონად იქცა, უსაფრთხოების მოტივით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან არაერთი მიმართულებით ფრენები მომენტალურად გაუქმდა.

ლაინერი ფრენისას მზის ჩასვლისას

დიდი ზავი და ჰორმუზის სრუტის გახსნა

საავიაციო ბლოკადის მოხსნა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც მიმდინარე კვირაში ირანმა და აშშ-მა სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შესახებ ოფიციალურად განაცხადეს. მშვიდობის პარალელურად, მიმდინარე კვირაშივე სრულად უნდა გაიხსნას აქამდე მკაცრად ჩაკეტილი და სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ჰორმუზის სრუტე, რაც გლობალურ ეკონომიკასა და ავიაციას ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს.

მოგზაურთათვის ეს უდიდესი შვებაა, რადგან დოჰა ერთ-ერთი უმთავრესი სატრანზიტო ჰაბია აზიისა და ამერიკის მიმართულებით. ასე რომ, თუ თქვენც გეგმავდით შორ მანძილზე მოგზაურობას და სტაბილურობის მოლოდინში იყავით, ახლა საუკეთესო დროა – შეგიძლიათ თამამად შეარჩიოთ სასურველი თარიღები და შეიძინოთ ავიაბილეთები, რადგან საჰაერო დერეფნები კვლავ უსაფრთხოა.

Avia.ge – თქვენი მოგზაურობის ერთგული მეგობარი. სრული მხარდაჭერისთვის დაგვიკავშირდით: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშისად მიდის ტუალეტის ნარჩენები ფრენისას? მითი, რომელიც 21-ე საუკუნეშიც კი ყველას სჯერა
შემდეგი სტატიარატომ არის თვითმფრინავის სკამები თითქმის ყოველთვის ლურჯი? საიდუმლო, რომელსაც ავიაკომპანიები მალავენ
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted