
შეადარე Austrian Airlines-ის ყველა ფრენა ერთ სივრცეში
გამოიყენე ავიაბილეთების კალენდარი ფასების სანახავად

ისარგებლე მარტივი დაჯავშნის სისტემით
Austrian Airlines Tbilisi თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ასრულებს პირდაპირ ფრენებს ვენის მიმართულებით. ტრანზიტულ ფრენებს კი ასრულებს ევროპის სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის გოტენბურგში, სტოკჰოლმში, ამსტერდამში, ლონდონში, ნიუ იორკში, პარიზში და ა.შ.
ამჟამად, Austrian Airlines არ ასრულებს ფრენებს ქუთაისიდან.
ამჟამად, Austrian Airlines არ ასრულებს ფრენებს ბათუმიდან.
Austrian Airlines ავსტრიის მთავარი ავიაკომპანიაა, რომლის ჰაბი და სათავო ოფისიც ვენის აეროპორტში მდებარეობს. იგი დაფრინავს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მარშრუტით, 55 ქვეყანაში 120-ზე მეტი მიმართულებით. ავიაკომპანია Star Alliance -ს ნაწილია – ავიაკომპანიების პირველი გაერთიანების. იგი დაქვემდებარებულია Lufthansa -ს, წამყვან გერმანულ ავიაკომპანიას და კომფორტულ და უსაფრთხო ფრენებს უზრუნველყოფს, უმაღლესი სტანდარტებით.
Austrian Airlines ყოველწლიურად 10 მილიონზე მეტ მგზავრს ემსახურება. იგი დაფრინავს მსოფლიოს მასშტაბით, აწარმოებს როგორც სეზონურ, ასევე მუდმივ ფრენებს, განსაკუთრებით კი ევროპაში.
საუკეთესო შეთავაზება
ვენა, 449 ლარი
ყველაზე იაფი თვე
მარტი
მიმართულებების რაოდენობა
100+
პოპულარული აეროპორტი
ვენის აეროპორტი (VIE)
შენთვის სასურველი მიმართულების არჩევის შემდეგ გამოიყენე avia.ge -ს ფილტრაციის სისტემა – ავიაკომპანიების ჩამონათვალში მონიშნე მხოლოდ Austrian Airlines, აარჩიე მისი შესრულებით ფრენა და შეიძინე ავიაბილეთები საუკეთესო ფასად.
ავიაბილეთების ფასი ყველაზე დაბალია ფრენამდე 1-2 თვით ადრე. თუ გსურს ყველაზე იაფი ფრენები ნახო, იზრუნე ამაზე წინასწარ. Austrian Airlines Georgia არ არის გამონაკლისი, სხვა ავიაკომპანიების მსგავსად ისიც ამ პერიოდში ავიაბილეთებს საუკეთესო ფასად შემოგთავაზებთ.
გახსენი ფრენის კალენდარი და აარჩიე ავიაბილეთები ფასის მიხედვით. Austrian Airlines -ის ფრენის საფასური საგრძნობლად განსხვავდება დღეების მიხედვით, შეგიძლია ამოარჩიო მათგან ყველაზე ბიუჯეტური, თუ თარიღებში შეზღუდული არ ხარ.

თუ გსურს ავიაბილეთებში თანხა დაზოგო, იფრინე მხოლოდ ხელბარგით, რომლის მოცულობაც 8 კილოა. ფრენის სხვა პაკეტები კი მოიცავს 23 ან 32 კილო ჩასაბარებელ ბარგსაც.

გამოიყენე Avia.ge-ის საძიებო სისტემა, რომელიც საკმაოდ მარტივი და მოსახერხებელია ყველასთვის. იგი ყველა ავიაბილეთს ერთ სივრცეში შემოგთავაზებს. დაათვალიერე Austrian Airlines-ის ყველა ფრენა და აირჩიე იაფი ავიაბილეთი საუკეთესო პირობებით.
საქართველოდან, კონკრეტულად კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, Austrian Airlines პირდაპირ ფრენებს ასრულებს ვენის მიმართულებით. ეს ფრენები კვირაში 2-ჯერ სრულდება. გადაჯდომით კი დაფრინავს სტოკჰოლმის, გოტენბურგის, ამსტერდამის, პარიზის, ნიუ-იორკისა და სხვა ქალაქების მიმართულებით.
Austrian Airlines ყველაზე იაფ ფრენას ვენის მიმართულებით ასრულებს.
Austrian Airlines ყველაზე იაფ ავიაბილეთებს მარტში გვთავაზობს.
Avia.ge ფრენების საძიებო სისტემაა, რაც საშუალებას გაძლევთ მარტივად, ერთ სივრცეში ნახოთ და შეადაროთ Austrian Airlines Georgia -ს ყველა ფრენა სასურველი მიმართულებითა და პირობებით. შეგიძლიათ მარტივად იპოვოთ ავიაბილეთი და დაჯავშნოთ იგი. ასევე, მეტი კომფორტისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ avia.ge-ის ოფისებს თბილისსა და ქუთაისში და მიიღოთ სრულფასოვანი მომსახურება გამოცდილი ოპერატორებისგან.