საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -ში 3,5 კმ სიგრძის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობას იწყებს. პროექტის შესახებ ინფორმაცია აეროპორტების გაერთიანებამ გაავრცელა.

მათივე ცნობით, ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი ხელს შეუწყობს აეროპორტის სატვირთო ტერმინალისა და ლოგისტიკური ცენტრის განვითარებას. გარდა ამისა, ქუთაისის აეროპორტი შეძლებს მიიღოს დიდი ზომის საჰაერო ხომალდები (ე.წ. wide body) და დაამატოს ახალი შორეული მიმართულებები.

მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, სიმბოლური კაფსულა ჩაუშვეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პირველმა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ და კომპანია „ანაგის“ დირექტორმა ირაკლი გოგოლიშვილმა.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 240 მლნ ლარამდეა, რაც ქუთაისის აეროპორტში 2012-2024 წლებში განხორციელებულ კაპიტალურ დანახარჯებს 40 მლნ ლარით აღემატება.

როგორც იცით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ამ დროისათვის ფრენებს ავიაკომპანია wizz air, პეგასუსი, Belavia, Air Astana და Azimuth.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

DestinationDeparture atReturn atAirlineFind tickets
Almaty1 October 20268 October 2026FlyArystanავიაბილეთები 842 -დან
Athens16 December 202620 December 2026Wizz Airავიაბილეთები 210 -დან
Barcelona11 December 202616 December 2026Wizz Airავიაბილეთები 401 -დან
Berlin22 December 20267 January 2027Wizz Airავიაბილეთები 296 -დან
Brussels1 December 20268 December 2026Wizz Airავიაბილეთები 238 -დან
Bratislava25 February 20272 March 2027Wizz Airავიაბილეთები 144 -დან
Budapest24 November 202628 November 2026Wizz Airავიაბილეთები 315 -დან
Dortmund26 December 20267 January 2027Wizz Airავიაბილეთები 399 -დან
Memmingen13 November 202616 November 2026Wizz Airავიაბილეთები 237 -დან
Frankfurt24 November 202628 November 2026Wizz Airავიაბილეთები 227 -დან
Atyrau13 October 202617 October 2026FlyArystanავიაბილეთები 464 -დან
Hamburg5 September 202615 September 2026Wizz Airავიაბილეთები 739 -დან
Istanbul22 August 202629 August 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 431 -დან
Katowice10 September 20262 October 2026Wizz Airავიაბილეთები 420 -დან
Larnaca6 December 202611 December 2026Wizz Airავიაბილეთები 91 -დან
Lyon17 September 20264 October 2026Wizz Airავიაბილეთები 463 -დან
Madrid28 November 20265 December 2026Wizz Airავიაბილეთები 379 -დან
Milan4 February 202711 February 2027Wizz Airავიაბილეთები 236 -დან
Moscow22 September 202623 September 2026Azimuthავიაბილეთები 1 047 -დან
Minsk15 October 202622 October 2026Belaviaავიაბილეთები 992 -დან

 

პროექტი წარმოადგენს აეროპორტის განვითარების გეგმის პირველ ფაზას, რომელიც IATA Consulting-ის ჩართულობით განხორციელდა. მშენებლობას კომპანია „ანაგი“ განახორციელებს და მისი დასრულება 2026 წლის გაზაფხულისთვის არის დაგეგმილი. ამის შემდეგ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი შეძლებს შეზღუდვების გარეშე მიიღოს დიდი ზომის საჰაერო ხომალდები. დღეის მდგომარეობით, აეროპორტი ოპერირებს D კოდით და მისი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 2,5 კმ-ს შეადგენს, რაც მხოლოდ საშუალო ზომის საჰაერო ხომალდების ოპერირებისთვისაა საკმარისი.

დაჯავშნე ავიაბილეთები ყველაზე იაფად ქუთაისიდან. დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიWizz Air ავსტრიის მიმართულებით ფასდაკლებას აცხადებს
შემდეგი სტატიაქუთაისი აბუ-დაბის მიმართულებით ავიარეისების სიხშირე იზრდება
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted