საქართველოს ულამაზესი ქალაქები და მისი საერთაშორისო აეროპორტები თანდათანობით სულ უფრო და უფრო მეტი ტურისტისთვის ხდება ინტერესის წერტილი. დედაქალაქში განთავსებული ორიგინალური საერთაშორისო აეროპორტის გარდა, ყურადღების ცენტრში ასევე ქუთაისის აეროპორტიც საკმაოდ ხშირად ექცევა. ამ უკანასკნელს უკვე საკმაოდ დიდი რაოდენობით ტურისტი სტუმრობს, როგორც ჩამოსაფრენად, ისე გაფრენის შემთხვევაშიც. სწორედ ამიტომ ქუთაისის ავტობუსის ბილეთების ყიდვა საკმაოდ მნიშვნელოვან და საჭირო სერვისს წარმოადგენს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასეთი პოპულარობის გამო მისი მიმართულებით უკვე აქტიურად ხორციელდება სატრანსპორტო რეისები. მაგალითად სატრანსპორტო კომპანია Georgian bus ავია რეისებზე მიმავალ მოგზაურებს საკმაოდ ორიგინალურ და კომფორტულ მომსახურეობას სთავაზობს. მათი სერვისი მთლიანად აგებულია იმაზე, რომ ტურისტებმა ზუსტ და შესაფერის დროს ჩააკითხონ აეროპორტს, რათა საკუთარ რეისზე ჩასასხდომად იდეალური დრო დარჩეთ. სწორედ ამიტომ აღნიშნული კომპანიის ავტობუსების რეისები ავიარეისების დროებზე ძალიან მოხერხებულადაა მორგებული.

ჯორჯიან ბასის სერვისებით სარგებლობისას ზრდასრული ადამიანის ბილეთი 20 ლარი ღირს, ხოლო ბავშვის 10. ამ კომპანიის კომფორტული მომსახურეობა ასევე სხვადასხვა სახის აღჭურვილობისა თუ ბარგის გადატანაზეცაა მორგებული. მაგალითად ველოსიპედის გადატანა ჯორჯიან ბასი–ით მგზავრობისას 20 ლარი დაგიჯდებათ. ასეთ სიტუაციებში აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლები ასევე სადაზღვეო პაკეტებსა და სხვადასხვა საერთაშორისო სერვისებსაც შემოგთავაზებენ.

კიდევ ერთი საინტერესო ბრენდი, რომელიც ქუთაისის ავტობუსის ბილეთების ყიდვისას უნდა ვახსენოთ, omni bus–ია. ეს ცნობილი სატრანსპორტო კომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით რეისებს ძალიან ხშირად და უსაფრთხოდ ანხორციელებს. მათი სერვისი უკვე მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი დელეგაციებისა თუ ტურისტებისთვისაა ცნობილი.

აღნიშნული სატრანსპორტო კომპანიის სერვისით სარგებლობით ნებისმიერი ადამიანი კმაყოფილი დარჩება, რადგან ომნი ბასი მათ ძალიან მრავალფეროვან სერვისებს სთავაზობს. თუკი OMNIBUS–ის მომსახურეობით გადაწყვეტთ სარგებლობას და მათთან შეიძენთ ქუთაისის ავტობუსის ბილეთებს, თქვენ დამატებით ისარგებლებთ დაზღვევის სერვისითაც. ასევე ამ კომპანიის მობილური სერვისები მუდამ მზადყოფნაში არიან ტრანსპორტის დაზიანების შემთხვევაზე რეაგირებისათვის. ასევე ომნი ბასის წარმომადგენლები გამუდმებით აწარმოებენ მძღოლების კვალიფიკაციის ასამაღლებელ ინსტრუქტაჟებსაც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაში3 ახალი ავიაკომპანია ბათუმში
შემდეგი სტატიაავიაბილეთები პორტუგალიის მიმართულებით
2.5 2 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
2 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments