საქართველო თანდათანობით სულ უფრო და უფრო მოწინავე პოზიციას იკავებს ტურისტული ქვეყნების სიაში. საქართველოს ეროვნული ბიომეტრიული პასპორტი უკვე საკმაოდ ძლიერი ძალის მქონეა, რადგან მისი საშუალებით ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ შესვლაა შესაძლებელი. სწორედ ამიტომ, ქართველ მოგზაურებს ყოველ ახალ სეზონზე სულ უფრო მეტი მოტივაცია და შესაძლებლობა ეძლევათ წავიდნენ მათთვის საინტერესო ქვეყნების მოსანახულებლად. ასეთ სიტუაციაში კი აეროპორტამდე მისასვლელი კომფორტული სერვისი მართლაც მნიშვნელოვანია.

სწორედ ამ სფეროში იკავებს ერთ–ერთ მოწინავე ადგილს სატრანსპორტო კომპანია „ჯორჯიან ბას“ რომლის სახელსაც უკვე 7 წლიანი წარმატებული მოღვაწეობა უკავშირდება ქართულ ბაზარზე. აღნიშნული კომპანია ტურიზმის სფეროს განვითარებას უწყობს ხელს უსაფრთხო და კომფორტული რეისებით სხვადასხვა ქართული ქალაქებიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით.

ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც Georgian Bus-ს გამოარჩევს, მათი მრავალფეროვანი დანიშნულების ადგილებია. ისინი ახდენენ ოპერირებას 6 ქართული ქალაქიდან ქუთაისის მიმართულებით, რაც მართლაც უამრავ ადამიანს აძლევს საშუალებას კომფორტულად და დროულად ესტუმროს უთაისის საერთაშორისო აეროპორტს მისი ფრენის დღეს.

ქართულ ბაზართან ერთად, Georgian Bus მოგზაურებს სთავაზობს ტურისტულ სერვისებს ასევე აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორიაზეც. მათი მომსახურეობით სარგებლობას ყველაზე კომფორტულს ხდის ავიარეისებისა და ავტობუსების განრიგის ერთმანეთთან შეთავსების შესაძლებლობა. „ჯორჯიან ბას“ საკუთარი საძიებო სისტემის საშუალებით თქვენ შესაძლებლობას გაძლევთ აარჩიოთ თქვენი ავია რეისის გაფრენის დროზე მორგებული სატრანსპორტო მომსახურება.

ასევე, Georgian Bus–ის წარმომადგენლები ცდილობენ მაქსიმალურად უზრუნველყონ ფორსმაჟორულ სიტუაციებში მოგზაურების კომფორტული მგზავრობა. ამის საშუალებას მათ რამდენიმე ქალაქში ერთდროულად განთავსებული სატრანსპორტო ბაზები აძლევთ. აღნიშნული ფაქტის წყალობით „ჯორჯიან ბას“ ყოველთვის ყველაზე უფრო შესაფერის და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გასაფრენი რეისების დროებზე მორგებულ რეისებს გთავაზობთ.

კომპანიის ვებგვერდის საშუალებით თქვენ მარტივად შეგიძლიათ შეუკვეთოთ სამგზავრო ბილეთი. მოხერხებული საძიებო სისტემის წყალობით Georgian Bus–ის სერვისით მარტივად შეძლებთ შეიძინოთ ბილეთი იმის მიხედვით, თუ რა სახის ბარგი ან სპეციალური აღჭურვილობა მიგაქვთ თან.

ჯორჯიან ბასის ბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით 0322 42 42 70 / 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაბილეთები ნორვეგიის მიმართულებით
შემდეგი სტატიაTurkish Airlines უფასო ტურებს იწყებს
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments