ომნიბასის წარმომადგენლებმა საქმიანობა 2008 წელს დაიწყეს ერთი ავტობუსით. მათ მამოტივირებელ მთავარ მიზანს წარმოადგენდა ტურისტებისთვის ყველაზე კომფორტული და უმაღლესი ხარისხის სერვისის შეთავაზება. მათ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე მალევე შეიძინეს საკმაოდ დიდი გამოცდილება და ხარისხიან კომპანიას მალევე გამოუჩდნენ პარტნიორებიც. სწორედ ასეთი თანადგომისა და ერთგული კლიენტების შეძენის წყალობით გაუჩნდათ OMNIBUS–ის დამაარსებლებს ამ ბრენდის ჩამოყალიბების იდეა, რითაც განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდნენ.

წარმატებული სატრანსპორტო კომპანიის მომსახურების 90%–ს ამ ეტაპზე პარტნიორი კომპანიებისთვის სერვისის მიწოდება წარმოადგენს. ასეთი თამამი და მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმის წყალობით ომნიბასი თანდათან სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება როგორც საქართველოში, ისე უცხოელი მოგზაურების თვალშიც. სწორედ ამაზე მეტყველებს ის, რომ მათი სერვისებით სარგებლობას ამჯობინებენ არამარტო საუკეთესო ტურისტული კომპანიები, არამედ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებიც და უმაღლესი რანგის დელეგაციების წარმომადგენლებიც.

ომნიბასი 2018 წელს სრულიად ახალ დონეზე ავიდა და კომპანიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შესაძლებლობის მოპოვება შეძლო. OMNIBUS–ის წარმომადგენლებმა მოიპოვეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანისთვის საჭირო ლიცენზია. სწორედ ამ საკმაოდ პერსპექტიული ნაბიჯის წყალობით ცნობილი სატრანსპორტო კომპანიამ დაარსებიდან 10 წლის თავზე ორმაგი ენერგიით დაიწყო განვითარების ახალ ეტაპებზე ასვლა. თუმცა, ზოგადად მათი მომსახურებით სარგებლობა აქამდეც საკმაოდ მოხერხებული და კომფორტული იყო მრავალხრივი სერვისებითა და პროფესიონალი პერსონალის წყალობით.

OMNIBUS–ის მთავარი ღირებულება, რაც მას კონკურენტი კომპანიებისგან საკმაოდ გამოარჩევს, მრავალფეროვანი სერვისების ქონა და ერთ–ერთი ყველაზე კომფორტული ავტობუსების შემადგენლობის ყოლაა. მათი რეისებით თქვენ შეგიძლიათ ზუსტად ესტუმროთ ქუთაისის აეროპორტს და ზედმეტი ლოდინის ან დაგვიანების გარეშე მიხვიდეთ აღნიშნულ ლოკაციაზე თქვენი ავიარეისზე ჩასხდომისათვის შესაფერის დროს.

ომნიბასი ასევე გიდების მომსახურეობასაც სთავაზობს საკუთარ კლიენტებს. ასევე კომპანიის წარმომადგენლები სატრანსპორტო მომსახურეობის არც სხვა სფეროებს ტოვებენ უყურადღებოთ. ისინი მათი სერვისით დაინტერესებულ მოგზაურებს სთავაზობენ ასევე სასტუმროებისა და რესტორნების დაჯავშნასაც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიჩეხეთის ავიაბილეთები იაფად
შემდეგი სტატიაავიაბილეთები უკრაინის მიმართულებით
4.5 2 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments