უვიზო რეჟიმის დამტკიცების შემდეგ ქართველი ტურისტები თანდათან სულ უფრო ფართოდ იცნობენ ევროპულ კულტურას. თუმცა, პარალელურად ასევე საქართველოშიც საკმაოდ აქტიურად ვითარდება ტურისტული ინფრასტრუქტურა და ქართველ მოგზაურებთან ერთად, უცხოელებიც აქტიურად მოემართებიან ქართული ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად.
საქართველოში ჩამოსულ მოგზაურებს შავი ზღვის სანაპირო და ბათუმი საკმაოდ დიდი ხანია რაც მარტივად ხიბლავს. თუმცა მას შემდეგ რაც ქართულ ავია სივრცეში აქტიურად დაიწყო უცხოური ავია კომპანიების შემოსვლა, ეს ინტერესი ბევრად უფრო იზრდება. ამჯერად თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მაგივრად, ყურადღების ეპიცენტრში ცნობილი ქართული საპორტო ქალაქი მოექცა.
ახალი ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ცნობილი ავია კომპანიები ახალი რეისების შესრულებას დაიწყებენ. პირველ რიგში ავიაკომპანია SkyUp რომელიც აქტიურად განაგრძობს ქართულ ავია სივრცეში განვითარებას, ფრენებს ბათუმიდან კიევის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით დაიწყებს. პირველი რეისი 25 მაისს შესრულდება.
ასევე საპორტო ქალაქის ლამაზი აეროპორტიდან ასევე ახალი მიმართულებით რეისებს Flynas–ის ავიახაზებიც დაიწყებს. მათი თვითმფრინავები ფრენებს ერ–რიადის მიმართულებით შეასრულებენ 2 ივნისიდან. რაც შეეხება ავია კომპანია Buta Airways–ის სამომავლო გეგმებს, ისინი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ბაქოს მიმართულებით იწყებენ ფრენებს 14 ივნისიდან და აღნიშნული რეისები პარასკევს და კვირას შესრულდება.
ბათუმი ბაქო
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
18 ოქტომბერი 2024 | 20 ოქტომბერი 2024 | ავიაბილეთები 430 -დან |
Flynas–ის რეისები დაახლოებით 3 საათსა და 25 წუთს გასტანს. მასზე მოსახვედრათ თქვენ დაგჭირდებათ 950–დან 1000–მდე ლარის ღირებულების ბილეთის დაჯავშნა. რაც შეეხება SkyUp–ის ავიახაზების მიერ დანიშნულ ახალ რეისებს, მათი საშუალებით კიევში გასაფრენად თქვენ ბევრად უფრო შეღავათიან ფასში შეგეძლებათ ავიაბილეთების შეძენა.
ბათუმი ერ–რიადი
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
16 ოქტომბერი 2024 | 26 ოქტომბერი 2024 | ავიაბილეთები 743 -დან |
ცნობილი ავიაკომპანიის წარმომადგენლების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, ბათუმიდან კიევში ჩასვლას საშუალოდ 2 საათსა და 30 წუთში შეძლებთ. ასეთ კომფორტულ პირდაპირ რეისზე მოსახვედრათ თქვენ 100–დან 150–მდე ლარის გადახდა დაგჭირდებათ ავიაბილეთის დასაჯავშნათ. მსგავსი სიახლე მართლაც საკმაოდ დაეხმარება ბათუმის ტურისტული სეზონის გახანგრძლივებას.