ქუთაისის აეროპორტში 2023 წლის იანვარ-სექტემბრის თვეში მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 92 % – იანი ზრდაა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 9 თვის მონაცემებით, კოპიტნარის აეროპორტით 1,216,372 მგზავრმა ისარგებლა, ხოლო 2022 წლის იანვარ-სექტემბერში კი 633,834 მგზავრმა.
მგზავრთნაკადის გარდა, ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა ქუთაისის აეროპორტი -დან განხორციელებული ავიარეისების რაოდენობაც. მიმდინარე წლის პირველი 9 თვის მონაცემებით აეროპორტში 3,615 რეისი შესრულდა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რეისების რაოდენობის 43% -იანი ზდაა (2022 წლის 1-9 თვე – 2, 535 რეისი).
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, თვის ჭრილშიც, მგზავრთნაკადის რაოდენობის კუთხით, სტაბილური ზრდა ფიქსირდება. ქუთაისის აეროპორტი სექტემბერში 163,998 მგზავრს მოემსახურა. რაც, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდს 66 %-ით აღემატება. რაც შეეხება ავიარეისებს, აეროპორტი სექტემბერში 483 რეისს მოემსახურა, რაც 2022 წლის პერიოდთან შედარებით, 15 %-ით მეტია.
პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან
დანიშნულების ადგილი | გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
ალმაატა | 1 ნოემბერი 2025 | 4 ნოემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 569 -დან |
ათენი | 31 ოქტომბერი 2025 | 7 ნოემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 197 -დან |
ბარსელონა | 5 ნოემბერი 2025 | 17 ნოემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 407 -დან |
ბერლინი | 15 ოქტომბერი 2025 | 2 ნოემბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 373 -დან |
ბრიუსელი | 24 დეკემბერი 2025 | 7 იანვარი 2026 | ![]() | ავიაბილეთები 321 -დან |
2023 წლის 1-ლი ივნისიდან ავიაკომპანია wizz air georgia -მა კოპიტნარის აეროპორტში მესამე ბაზირებული ხომალდი დააბრუნა და რეგულარული რეისებს მადრიდის, ფრანკფურტის, ჰამბურგის, ბრიუსელისა და პოზნანის მიმართულებით ასრულებს. 4 ივნისიდან კი ყაზახურმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია Fly Arystan -მა ალმატის მიმართულებით დაიწყო ოპერირება. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის პირველ დეკემბერს, ქუთაისის აეროპორტს ვიზეარის მეოთხე ბაზირებული ხომალდი და კოპენჰაგენის მიმართულება დაემატება.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისიდან 5 ავიაკომპანია, 18 ქვეყნის 35 მიმართულებით ახორციელებს რეისებს.