2023 წლის 22 ოქტომბრიდან ავიაკომპანია Georgian Airways -მა თელ-ავივის მიმართულებით ოპერირება შეაჩერა. ამის შესახებ ისრაელში საქართველოს საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული. ავიაკომპანიის მიერ ისრაელში ფრენების შეჩერება საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიების ცალკეულ რეგულაციებთან არის დაკავშირებული.

ვრცელდება უსაფუძვლო ინფორმაცია, რომ ისრაელის საერთაშორისო აეროპორტი იკეტება, თუმცა ის კვლავ განაგრძობს მუშაობას!

რაც შეეხება ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით რეისებს, გვაქვს რამდენიმე სიახლე:

როგორც ცნობილია საქართველოს ავიახაზები -ს  განცხადებით, კომპანიამ 22 ოქტომბრიდან შეაჩერა ფრენები თელ ავივის მიმართულებით, რაც დაკავშირებულია საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიების ცალკეულ რეგულაციებთან.

თუმცა, ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის და სხვა დაინტერესებული საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ თბილისის მიმართულებით პირდაპირ ავიამიმოსვლას ინარჩუნებენ და რეგულარულად ახორციელებენ ისრაელის ავიაკომპანიები: ისრაელის ავიახაზები , Israir , ARKIA .

თბილისი თელ-ავივი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
29 ივლისი 202429 ივლისი 2024El Al Israel Airlinesავიაბილეთები 889 -დან
23 აგვისტო 202427 აგვისტო 2024El Al Israel Airlinesავიაბილეთები 771 -დან
5 სექტემბერი 202419 სექტემბერი 2024Arkiaავიაბილეთები 728 -დან
9 ოქტომბერი 202425 ოქტომბერი 2024El Al Israel Airlinesავიაბილეთები 659 -დან

 

ამასთან, კომპანია Georgian Airways -ი ამატებს ყოველდღიურ ფრენებს თბილისი ლარნაკა , ლარნაკა თბილისი -ს მიმართულებით და ამ ტრანზიტული მარშრუტით სარგებლობა ასევე შეეძლებათ ისრაელიდან საქართველოში გამზგავრების მსურველთ.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ბოლო 3 დღის განმავლობაში, ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით შესრულებულ რეისებზე შეინიშნებოდა დაბალი მოთხოვნა და იყო თავისუფალი ადგილები – აღნიშნულის საელჩოს განცხადებაში.

შეიძინეთ ავიაბილეთები ყველაზე იაფად, დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც. 

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიქუთაისის აეროპორტი იანვარ-სექტემბერში რეკორდული რაოდენობის მგზავრს მოემსახურა
შემდეგი სტატიაWizz Air-მა კოპენჰაგენის მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments