Georgian Airways-მა  რამდენიმე მიმართულებით ფრენები შეწყვიტა, თუმცა როგორც ავიაკომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, ეს მხოლოდ დროებითი იქნება და ამ რეისებს კვლავ აღადგენენ.

ამ გადაწყვეტილების მიზეზად ავიაკომპანია საქართველოს საავიაციო ბაზარზე არაკონკურენტულ და უსამართლო გარემოს ასახელებს და აცხადებს, რომ ერთადერთი ქართული კომპანია დაჩაგრულია და ხელისუფლების დახმარების გარეშეა დარჩენილი.

მას შემდეგ, რაც საქართველოში უცხოური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ი შემოვიდა და ბევრი იმ მიმართულებით დაიწყო ოპერირება, რომელზეც airzena ფრენებს ახორციელებდა, ქართულმა ავიაკომპანიამ საკმაოდ დიდი ზიანი მიიღო. ამას დაემატა მეორე დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიის რაინეარის შემოსვლა, რამაც , Georgian Airways-ის განცხადებით, კიდევ უფრო არაჯანსაღი გახადა კონკურენცია.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით ფრენები შემდეგი მიმართულებებით გაუქმდა:

ბარსელონა

    – რეისები გაუქმდა 2019 წლის 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე, ასევე 2020 წლის იანვრიდან 2020 წლის 4 მარტამდე.

  • ბრიუსელი – 2019 წლის 21 ნოემბრიდან 12 დეკემბრამდე და 2020 წლის 16 იანვრიდან 5 მარტამდე.
  • ბოლონია – 2019 წლის 8 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე და 2020 წლის 10 იანვრიდან 4 მარტამდე.
  • ლონდონი – 2019 წლის 23 ნოემბრიდან 7 დეკემბრამდე და 2020 წლის 15 იანვრიდან 11 მარტამდე. 

მითითებული თარიღების შუალედებში რეისები უკვე არსებული განრიგის მიხედვით განხორციელდება.

კიდევ 3 რეისი გაუქმდა შემდეგ პერიოდებზე :

  • პრაღა– გაუქმდა 2019 წლის 19 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე.
  • ბერლინი – 2019 წლის 6 დეკემბრიდან 16 დეკემბრამდე, ხოლო 2020 წლის 17 იანვრიდან 6 მარტამდე გაუქმდება პარასკევის რეისი და ფრენები შესრულდება მხოლოდ ორშაბათს.
  • კიევი – გაუქმდა 2019 წლის 6 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე ოთხშაბათის რეისები და ფრენები სრულდება ორი სიხშირით, პარასკევს და კვირას.
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიGeorgian Airways / საქართველოს ავიახაზები
შემდეგი სტატიავუელინგი / Vueling Airlines
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments