დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანიებს შორის „Vueling Airlines”-ი მოწინავე ადგილს იკავებს მიმართულებებისა და მგზავრების რაოდენობით. ესპანური ავიაკომპანია 2004 წელს დაარსდა და მას შემდეგ წარმატებით განაგრძობს ოპერირებას მსოფლიოს საავიაციო ბაზარზე.

ავიაკომპანია Vueling-ის მთავარი ორი მთავარი ბაზა ბარსელონაში, ელ პრატის აეროპორტსა და რომში, ლეონარდო და ვინჩის აეროპორტებშია. ზაფხულის სეზონზე კი მესამე ბაზა იბიცას აეროპორტში  ემატება ხოლმე. ესპანეთში ის მეორე ყველაზე დიდი ავიაკომპანია როგორც მიმართულებებისა და მგზავრების რაოდენობით, ისე ფლოტის სიდიდით.

მიმართულებების რაოდენობა, რომელზეც ვუელინგი დაფრინავს, 155-მდე აღწევს და რამდენიმე კონტინენტს მოიცავს. ესენია : ევროპა, აფრიკა და აზია.

გარდა იმისა, რომ საკმაოდ ბიუჯეტურ და მისაღებ ფასებს გვთავაზობს, ვუელინგი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და პასუხისმგებლობით სავსე ავიაკომპანიაა. მოგზაურებში საკმაოდ კარგი რეპუტაციით სარგებლობს და ყოველწლიურად მისი მგზავრების რაოენობაც სწორედ ამაზე მეტყველებს. 2015 წელს მან 24 მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანა.

მართალია, Vueling-ი საქართველოდან ჯერჯერობით ფრენებს არ ასრულებს, თუმცა როდესაც ევროპის ისეთ ქალაქში გვსურს გამგზვარება, სადაც პირდაპირი ფრენა არ გვაქვს, ეს ავიაკომპანია ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ტრანზიტული მარშუტის ასაწყობად.  რადგანაც ვუელინგი ბარსელონაშია ბაზირებული, ყველაზე მარტივად ის ესპანეთის ქალაქებში მოგახვედრებთ.

თქვენ შეგიძლიათ ქუთაისიდან ბარსელონაში ავიაკომპანია Wizz Air-ით გაემგზავროთ, ბარსელონადან კი ვუელინგი ჩაგიყვანთ თქვენს სასურველ ესპანურ ქალაქში. მაგალითად : მადრიდი, ალიკანტე, ბილბაო, იბიზა, მალაგა, ვალენსია, სევილია და ა.შ. თუმცა, რა თქმა უნდა, ესპანეთის გარდა სხვა თქვენთვის სასურველ ქვეყანაშიც შეძლებთ მოხვედრას მარტივად და კომფორტულად ვუელინგის დახმარებით.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიGeorgian Airways-სი ფრენებს წყვეტს
შემდეგი სტატიარუსეთ-საქართველოს შორის ფრენები მალე აღდგება
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments