თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საჰაერო მიმოსვლა კიდევ ერთი  მიმართულებით იწყება და საავიაციო ბაზარზე ახალი ავიაკომპანია შემოდის. სულ მალე თბილისი – აბუ დაბის მიმართულებით რეისებს ავიაკომპანია ეტიჰად ავიახაზები შეასრულებს.

Etihad Airways-ი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 2003 წლის ივლისში დაარსდა და უკვე 16 წელია საკმაოდ წარმატებულად აგრძელებს თავის საქმიანობას. მისი მთავარი ბაზა აბუ დაბის საერთაშორისო აეროპორტშია და ავიარეისებს 81 მიმართულებით ახორციელებს.

2013 წლიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში Etihad Cargo სატვირთო გადაზიდვებს ახორციელებს, ხოლო 2020 წლის მარტიდან აბუ დაბში პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. ზაფხულის პერიოდში კი პირდაპირი რეისები ყოველდღიურად, Airbus 321 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

არაბთა გაერთიანებული საემიროები და კერძოდ, აბუ დაბი, მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრია და მოგზაურების ყურადღების ცენტრში მუდმივად ექცევა.

ულამაზესი სანაპიროები, თანამედროვე ცათამბჯენები,  საშოპინგო მეგაცენტრები და სხვადასხვა საინტერესო ღირსშესანიშნაოებები – ეს ყველაფერია, რაც ამ ქალაქს განსაკუთრებულად აქცევს.

საქართველოს მოქალაქეებს კი მალე საშუალება ექნებათ ასეთ საოცარ ქალაქში პირდაპირი რეისით გაემგზავრონ და დაუვიწყარი დღეები გაატარონ.

თბილისი აბუ დაბი

Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
28 August 202631 August 20261 StopAir Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 1 136 -დან
7 September 202611 September 2026DirectAir Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 844 -დან
4 October 202619 October 2026DirectAir Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 855 -დან
12 November 202626 November 20262 StopsAegean Airlinesავიაბილეთები 907 -დან
10 December 202618 December 20261 StopGulf Airავიაბილეთები 959 -დან
10 February 202717 February 20271 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 967 -დან
19 March 202722 March 20271 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 1 148 -დან
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშირაინეარის პირველი რეისი
შემდეგი სტატიაავიაბილეთები კვიპროსის მიმართულებით
0 0 votes
შეაფასე სტატია
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted