ავსტრალიის მსგავსი არაორდინალური და ეგზოტიკური ქვეყნის მონახულება მართლაც ნებისმიერ ადამიანს აჩუქებს საოცარ გამოცდილებას.

თუკი თქვენც გსურთ ასეთი დაუვიწყარი მოგონებების შექმნა, მაშინ ამ მარტივ სავიზო პროცედურებს უნდა მიჰყვეთ. ამჟამად საქართველოს მოქალაქეების სავიზო აპლიკაციებს ავსტრალიაში წასვლის სურვილის შემთხვევაში ავსტრალიის საელჩოს საკონსულო განყოფილება განიხილავს, რომელიც ანკარაში მდებარეობს.

ავსტრალიის ვიზის აღების მსურველებს შეგიძლიათ პირდაპირ, თქვენ თვითონვე გააკეთოთ განაცხადი ვიზაზე. როდესაც საჭირო დოკუმენტებსა და ყველა ასპექტს უზრუნველყოფთ, ვიზაცენტრი თავად მოაგვარებს საკონსულოში მონაცემების გადაგზავნის პროცესს ელექტრონულად, შემდეგ კი დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში ელექტრონულადვე მიიღებთ თქვენს კუთვნილ ვიზას.

სანამ იდეალურ მოგზაურობას დაგეგმავთ, უნდა გაითვალისწინოთ რომ ტურისტული თუ საქმიანი ვიზიტის შემთხვევაში, საჭიროა წარმოადგინოთ სპეციალური დოკუმენტების სია თქვენი ვიზის აპლიკაციის წარდგენისას. თქვენი მხრიდან რეგისტრაცისას საჭირო იქნება შემდეგი სახის საბუთების წარდგენა:

  • მოქმედი საზღვარგარეთის პასპორტი
  • სამსახურის ცნობა დამსაქმებლისგან (ხოლო მათთვის ვინც ბიზნესს ფლობს – საჯარო რეესტრიდან ამონაწერი მეწარმეობის შესახებ)
  • ბოლო 6 თვის საბანკო ამონაწერები ბანკიდან
  • დანაზოგის შესახებ ცნობა ბანკიდან
  • დაოჯახებულთათვის ქორწინების მოწმობა

რაც მთავარია, ავსტრალიის ვიზის მიღების გადაწყვეტილება ეფუძნება თქვენს ფინანსურ და სოციალურ მდგომარეობას. შესაბამისად, კარგი იქნება თუ წარმოადგენთ რაც შეიძლება მეტ ისეთ საბუთს, რომელიც მყარად წარმოაჩენს თქვენს ეკონომიკურ კავშირებს საქართველოში.

ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ კონკრეტული შემთხვევების გათვალისწინებით შესაძლოა მოგიწიოთ სხვა დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენაც რეგისტრაციის გასავლელად.

საერთო ჯამში მთლიანი პროცედურის საფასურის სახით მოგიწევთ 140 ავსტრალიური დოლარის გადახდა. აღნიშნულის სანაცვლოდ, თქვენი სააპლიკაციო განაცხადის განხილვა მოხდება 34 სამუშაო დღის პერიოდში.

რაც უფრო გარკვევით და მკაფიოდ წარმოაჩენთ კონსულის წინაშე თქვენს მყარ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას, მით უფრო მალე და პოზიტიურად შეაფასებს იგი თქვენს მიერ გაგზავნილ სააპლიკააციო ფორმას.

შესაბამისად, სწორად შევსებული განაცხადი უკვე პირველ და მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს თქვენს მიერ avstraliis vizis მისაღებად.

სავიზო ინფორმაცია ავსტრალიის თანამეგობრობაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

სასარეგბლო ბმულები: https://immi.homeaffairs.gov.au/visas/getting-a-visa/visa-finder/visit

0 0 vote
შეაფასე სტატია
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments