არაბთა გაერთიანებული საემიროების ქალაქი აბუ-დაბი მსოფლიოს უდიდესი ქალაქების სიაში შედის და მეტროპოლისის სახელიც მინიჭებული აქვს. თავის ქვეყანაში ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური და კულტურული ცენტრია და ყოველწლიურად მოგზაურების საკმაოდ დიდი რაოდენობაც სტუმრობს.

ავიაბილეთები აბუ-დაბის მიმართულებით თქვენ ცათამბჯენებისა და თანამედროვე შენობების ქალაქში გამოგზაურებთ. აქ შესაძლებელია ყველაზე მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი მოგზაურობა მოიწყოთ, რადგან ამ ერთ ქალაქში თქვენ ნახავთ ყველაფერს, რასაც ადამიანში ინტერესისა და აღფრთოვანების გამოწვევა შეუძლია.

ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობები, კუნძულები, უდაბნოები, იუნესკოს მიერ დაცული ოაზისები, აქტიური ღამის ცხოვრება, შოპინგი – ეს ყველაფერია, რაც აბუ-დაბის შეუძლია თავის სტუმრებს შესთავაზოს. სწორედ ამიტომ, წარმოუდგენელია ამ ქალაქში მოხვდეთ და დაუვიწყარი დღეები არ გაატაროთ. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი და სასიამოვნო კი აბუ-დაბის ზოოპარკში ჟირაფებთან საუზმობა იქნება, რისი გაკეთების შესაძლებლობა ნებისმიერ ვიზიტორს აქვს.

განსაკუთრებით სასიხარულო და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მალე ასეთ საოცარ ქალაქში საქართველოს მოქალაქეებს პირდაპირი რეისით მოხვედრა შეეძლებათ. ავიაბილეთებს აბუ დაბის მიმართულებით 2020 წლის მარტიდან არაბთა გაერთიანებული საემიროების ერთ-ერთი წამყავნი ავიაკომპანია Etihad Airways-ი შემოგვთავაზებს.

თუმცა, აბუ-დაბიში გაზაფხულამდეც შეძლებთ მოხვედრას ტრანზიტული რეისებით, რომლებსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სხვადასხვა ავიაკომპანიები ასრულებენ. ყველაზე კომფორტულ და ოპტიმალურ ვარიანტს Gulf Air-ი გვთავაზობს, რომელიც თბილისიდან ბაჰრეინის საერთაშორისო აეროპორტში გადაჯდომით ასრულებს ფრენას აბუ-დაბის მიმართულებით.

მთლიანი ფრენის ხანგრძლივობა 6სთ-დან 11სთ-მდეა, დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ რეისს შეარჩევთ, ხოლო ორმხრივი ავიაბილეთის შეძენა 850-დან 1000 ლარის ფარგლებში შეგიძლიათ.

თბილისი აბუ-დაბი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
26 მარტი 202525 აპრილი 2025პირდაპირიAir Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 813 -დან
7 აპრილი 202513 აპრილი 20251 ᲒაჩერებაFlyOneავიაბილეთები 707 -დან
2 მაისი 20259 მაისი 20251 ᲒაჩერებაAir Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 773 -დან
11 სექტემბერი 202514 სექტემბერი 20251 Გაჩერებააზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 762 -დან
20 ოქტომბერი 202526 ოქტომბერი 20251 ᲒაჩერებაAir Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 761 -დან
10 ნოემბერი 202514 ნოემბერი 2025პირდაპირიAir Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 824 -დან
8 დეკემბერი 202518 დეკემბერი 20251 ᲒაჩერებაAir Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 912 -დან
5 იანვარი 202615 იანვარი 20261 Გაჩერებააზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 1 042 -დან
9 თებერვალი 202615 თებერვალი 2026პირდაპირიAir Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 793 -დან

საკმაოდ კარგ ვარიანტებს გვთავაზობს Turkish Airlines Georgia-ი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბოლის ახალი აეროპორტში ტრანზიტით მოგახვედრებთ აბუ-დაბიში, ორი გზის ავიაბილეთს კი 1000-დან 1200 ლარის ფარგლებში შემოგთავაზებთ.

ავიაბილეთები აბუ დაბის მიმართულებით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდანაც შეგიძლიათ შეიძინოთ. ტრანზიტულ რეისებს ისევ Turkish Airlines-ი ასრულებს, რომლის ორხმრივ ავიაბილეთს 1300-დან 1500 ლარის ფარგლებში შეიძენთ და საკმაოდ კომფორტულ მგზავრობას და მაღალი ხარისხის სერვისს მიიღებთ.

აბუ-დაბიში გასამგზავრებლად თქვენთვის სასურველი ვარიანტის შერჩევაში AVIA.GE-ის ვებსაიტი და მობილური აპლიკაცია დაგეხმარებათ, სადაც მარტივად და კომფორტულად შეძლებთ ავიაბილეთების მოძებნას და მათ საუკეთესო ფასად შეძენას.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიეარ ასტანა / Air Astana
შემდეგი სტატიაავსტრალიის ვიზა / avstraliis viza
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments
Wizz air სპეციალური აქცია - 15%-იანი ფასდაკლება აბუ-დაბის ფრენებზე
2 months ago

[…] შეძენისას. თუ გეგმავთ მოგზაურობას აბუ-დაბის მიმართულებით, ეს ფასდაკლება სწორედ […]